რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
საკრებულოს წევრს დაარტყეს

 

პოლიცია, 112-ზე შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს. ეს მუხლი ცემით კვალიფიცირდება. კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა სისხლის კვალი როგორც შენობის ფოიედან, ასევე შენობის შესასვლელიდან აიღეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მხილებულია ერთი პიროვნება.  ეს პიროვნება, დღეს 25 თებერვალს, დაკითხეს. ის სოფელ დიცში მცხოვრები ბექა ვატიტაძე აღმოჩნდა. მამამისის, ზაქარია ვატიტაძის განცხადებით, მის შვილს სოსო ფალელშვილი არ უცემია.

 

ზაქარია ვატიტაძე (დიცის ტერიტორიული თემის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი)

 

ფაქტის ქრონოლოგია ასეთია. ზაქარია ვატიტაძე (სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი დიცის ტერიტორიულ თემში), მისი შვილი ბექა ვატიტაძე და ვინმე მამუკა...  რაიონის გამგებლის დავით ონიაშვილის კაბინეტს ტოვებენ. პირველ სართულზე ქალაქ გორის საკრებულოს წევრს, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს სოსო ფალელაშვილს ხვდებიან. ამ დროს 112-ზე შეტყობინებაც შედის.

 

,,ზაქრო ვატიტაძე, მისი შვილი ბექა ვატიტაძე და კიდევ ერთი პიროვნება მამუკა, რომლის გვარი არ მახსოვს, ჩემთან მართლაც იყვნენ. აქედან რომ წავიდნენ, როგორც გავიგე შელაპარაკება მოსვლიათ. მეორე დღეს ვკითხე ბექა ვატიტაძეს, მაგრამ ესე მითხრა, ისეთი არაფერი მოხდა, უბრალოდ შელაპარაკება მოგვივიდაო" - გვითხრა რაიონის გამგებელმა დავით ონიაშვილმა. მისი თქმით, გამგებელთან შეხვედრა ზაქარია ვატიტაძის თხოვნას, შვებულებაში გასვლის თაობაზე, ეხებოდა.

 

,,ზაქარია ვატიტაძემ შვებულებაში გასვლა, ავადმყოფობის გამო, მთხოვა. ვურჩიე, რომ თუ შეეძლო, მუშაობა გაეგრძელებინა, რადგან მომდევნო დღეს მის სოფელში პრემიერ-მინისტრი ჩადიოდა და საბავშვო ბაღი უნდა გაგვეხსნა. აი, ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი" - განმარტა რაიონის გამგებელმა.

 

ზაქარია ვატიტაძე ამბობს, რომ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია: ,,არაფერიც არ მომხდარა. მეც იქ ვიყავი. ახლა ჩემი შვილი დაკითხვაზეა. უბრალოდ, შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი" - გვითხრა ზაქარია ვატიტაძემ.

 

,,ვერ დავინახე, ვინ დამარტყა. ეს იყო პროვოკაცია" - ამბობს სოსო ფალელაშვილი, რომელიც დღეს საკრებულოში თავის სამუშაო კაბინეტში მუშაობას აგრძელებდა და მედიასთან საჯარო განცხადებების გაკეთებას მოერიდა. კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც ფაქტის სავარაუდო შემსწრეა, რაიონის საკრებულოს წევრი, თანაც ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობა ბერიანიძეა.

 

,,მე როცა მივედი გამგეობაში, უკვე მომხდარი იყო რაღაც. მეტი არაფერი ვიცი" - ამბობს კობა ბერიანიძე.

 

მივყვეთ ქრონოლოგიას. სოსო ფალელაშვილს ტელეფონზე ჩვენთვის ,,უცნობი" პიროვნება ურეკავს და შეხვედრას ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე სთხოვს. ფალელაშვილი კაბინეტს კეტავს და, პარალელურად, კობა ბერიანიძეს ურეკავს, რომ გამგეობის შენობის წინ მივიდეს და იქ იყოს. ამ დროს გამგეობის შენობის წინ 4 ავტომანქანა დგას და ფალელაშვილს 15-მდე ადამიანი ელოდება.

 

სოსო ფალელაშვილი და ბექა ვატიტაძე ერთმანეთს შეხვდნენ. მათ შორის საუბარი ბექა ვატიტაძის მამის, ზაქარია ვატიტაძის დანიშვნის შესახებ დაიწყო. ზაქარია ვატიტაძის შესახებ სოსო ფალელაშვილმა თქვა, რომ როგორც უმაღლესდაუმთავრებელ პიროვნებას, სოფლის ხელმძღვანელობა არ ეკუთვნის.

 

ზაქარია ვატიტაძე სოფელ დიცის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივნისამდე მუშაობდა. ახალი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ვატიტაძეს ამ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი უთხრეს. ეს იმიტომ, რომ რაიონის ახალი საკრებულოს მიერ მიღებული ახალი დადგენილებით რაიონის გამგებელს სოფლებში, მხოლოდ, უმაღლეს დამთავრებული წარმომადგენლების დანიშვნა დაევალა. რაიონის გამგებელმა რაიონის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, კიდევ ერთხელ სცადა დადგენილებაში ცვლილებების შეტანაში დაერწმუნებინა დეპუტატები, თუმცა უშედეგოდ. ეს პროექტი ჩაუგდეს. შესაბამისად, ზაქარია ვატიტაძე სოფლის წარმომადგენლად კვლავ ვერ დაინიშნებოდა.

 

23 თებერვლის ღამეს, სოსო ფალელაშვილს ახსნა-განმარტება იმის შესახებ მოსთხოვეს, თუ რატომ თქვა მან ზაქარია ვატიტაძის შესახებ ,,უდიპლომო". ზაქარია ვატიტაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ მას სოფლის ხელმძღვანელად კვლავ არ დანიშნავდნენ, გადაწვავდა იქაურობას. რაზეც სოსო ფალელაშვილს ასეთი პოზიცია ჰქონდა: დაემთავრებინა უმაღლესი, ჰქონოდა დიპლომი და მერე გამოეთქვა პრეტენზიაო. სწორედ ეს ფრაზა გაუხსენეს ფალელაშვილს. ,,რაღა შენ თქვი ეს სიტყვებიო".

 

სოსო ფალელაშვილი გარდა იმისა, რომ ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეა, რომელსაც არავითარი შეხება აქვს რაიონის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებასთან, არამედ ის პარტია ,,ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის ბიუროს წევრია. აქედან გამომდინარე, რაკი ქალაქსა და რაიონში, პარტია ,,ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელების აზრი მნიშვნელოვანია, ჩაითვალა, რომ სოფლის უდიპლომო წარმომადგენლების დანიშვნას სოსო ფალელაშვილი და მისი პარტიის სხვა ლიდერები ბლოკავენ. ამ შინაარსის შემცველი საქმის გარჩევის დროს სოსო ფალელაშვილს სახეში დაარტყეს და დაზიანებები მიაყენეს.

 

სწორედ ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორსაც აქვს. ის არ აკონკრეტებს იმ პიროვნებების ვინაობას, ვისთან ერთადაც იმ ღამით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ დეტალებს იხილავდა. რამდენიმე თვითმხილველი გვიყვება, რომ მესამე სართულიდან პირველ სართულზე, ატეხილ ხმაურის შემდეგ, რეგიონის პროკურორიც ჩამოვიდა. ვიდეო-კამერები კი, რომელიც პირველ სართულზეა დამონტაჟებული, არ მუშაობს.

 

მთავარ ფოტოზე: სოსო ფალელაშვილი, ქალაქ გორის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.