Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« мая 2026 »»
п в с ч п с в
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გორის ლამპიონები - არ ჩანს 1 158 ერთეული სანათის დოკუმენტაცია

 

 ქუჩის გარე და დეკორატიული განათების ექსპლუატაცია

 

2012 წლის 31 იანვარს,  ტენდერის საშუალებით გორის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულია ქუჩების გარე და შენობების დეკორატიული განათებების ექსპლუატაციის მომსახურება, სახელშეკრულებო ღირებულებით 192,5 ათასი ლარი წარმოდგენილი ფორმა ნომერი 2-ების მიხედვით, მომსახურების შესრულებამ და ანაზღაურებამ 129,7 ათასი ლარი შეადგინა. აქედან, გარე განათებაზე გახარჯულია 70,8 ათასი ლარი, ხოლო დეკორატიულ განათებაზე 58,9 ათასი ლარი.

 

მიმწოდებლის, შპს ,,გორი კეთილმოწყობის“ სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, განაათების ექსპლუატაციის პროცესში სულ გამოყოფილია 2 734 ერთეული სხვადასხვა ტიპის სანათი, ხოლო შესრულებული სამუშაოების აქტების მიხედვით, მიმწოდებელმა მოითხოვა და ანაზღაურება მიიღო 3 892 ერთეული სანათისთვის. 

 

მიმწოდებელმა აუდიტის ჯგუფს ვერ მიაწოდა დამატებით 1 158 ერთეული სანათის გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის ღირებულებაც მომსახურების ხარჯის ჩათვლით, 8 ათას ლარამდეა. 

 

დაგვა-დასუფთავება

 

2012 წელს გორის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა ქ. გორში ქუჩების დაგვა-დასუფთავებისა და დაგვილი მასის გატანის მომსახურების შესყიდვაზე. ტენდერში მონაწილეობა მიიღი მხოლოდ ერთმა პრეტენდეტმა შპს ,,გორის კეთილმოწყობის“  სამსახურმა, რომელთანაც დაიდო ხელშეკრულება ღირებულებით 726,0 ათასი ლარი.

 

მიმწოდებელს მომსახურება უნდა გაეწია წლის ბოლომდე და ყოველდღიურად უნდა დაეგავა 241  443 კვ.მ ქუჩის ფართობი.

 

როგორც შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციიდან ირკვევა, მიმწოდებელს 5 თვის განმავლობაში გაზრდილად აქვს ნაჩვენები ყოველდღიურად დაგვილი ქუჩების ფართობები (241 443 კვ.მ -ის ნაცვლად 249 491 კვ.მ). აღნიშნული ხარვეზი მუნიციპალიტეტის მიერ არ გასწორებულა, რის გამოც ბუიჯეტიდან ზედმეტად გადახდილია 6,0 ათასსი ლარი. 

 

ნაგვის კონტეინერების შესყიდვა

 

მუნიციპალიტეტმა 2013 წლის 8 აპრილს ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ექსიმ ტრაფიკთან“ ნარჩენებისა და ნაგვის კონტეინერების შესყიდვასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების მიხედვით, მიწოდების ადგილად განისაღვრა ქ. გორი, ხოლო საქონლის მიწოდების ვადა  -ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღე. 2013 წლის 21 მაისს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზე საქონლის მიწოდების ვადამ გადაიწია 25 დღით.

 

 აუდიტის ჯგუფის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ შეთანხმების ვადის გადაწევაზე გაფორმებულია საქონლის თურქეთის რესპუბლიკიდან ტრანსპორტირების დაგვიანების მიზეზით. აღნიშნული არგუმენტი მუნიციპალიტეტის მხრიდან არ უნდა გამხდარიყო საქონლის მიწოდების ვადის გადაწევის საფუძველი. ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, მიმწოდებელს უნდა დარიცხვოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებლო ღირებულების 0,2% -ის ოდენობით, რაც 25 დღეზე გადაანგარიშებით 12,7 ათას ლარს შეადგენს. 

 

მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 21 აგვისტოს, სადაც მოთითებულია, რომ საქონელი შემსყიდველს მიეწოდა 21 ივნისს,  4 დღის დაგვიანებით.  როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა,  კონტეინერები ქ. თბილისიდან  ქ.გორში ტრანსპორტირებულია 17 აგვისტოს, ანუ  60 დღის დაგვიანებით. მუნიციპალიტეტს მიმწოდებელზე დარიცხული აქვს მხოლოდ 4 დღის ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 2 ათასი ლარი, რეალურად კი უნდა დაერიცხა 30,0 ათასი ლარი.

 

ვადის უსაფუძლოდ გადაწევისა და შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ვადის დარღვევისათვის საჯარიმო სანქციების გაუვრცელებლობის გამო,  მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო დამატებითი შემოსავალი სულ 40,7 ათასი ლარის ოდენობით.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020