Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
,,მამაკაცმა 112-ზე გამოგვიძახა, მომხედეთ, სახლში სადღეგრძელოს არ მალევინებენო"

 

,,დარეკა 112-ზე და ამბობს, რომ მის სახლში არ აძლევენ სადღეგრძელოს თქმის უფლებას; რომ ეჩხუბებიან და სურს, რომ მოიქცეს ისე, როგორც უნდა. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, ახლა ხუმრობით გეუბნებით, მაგრამ საკმაოდ ხშირი შემთხვევებია ოჯახში მამაკაცებზე ძალადობის, თუნდაც შვილისგან ან სხვა მხრიდან. მაგრამ ეს ფაქტები არ ხმაურდება. როდესაც იმ მამაკაცს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს, იქ გარკვეული აღსარებასავით დაწერა, რომ სახლში ხშირად აშავებს, აბრაზებს ოჯახის წევრებს და ერთი სიტყვით არ იქცევა კარგად." - უთხრა ნოდარ სააკაშვილმა სტუდენტებს.

 

2014 წლის 11 დეკემბერს ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გორის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გაიმართა. ახალგაზრდებს შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკა კენჭაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ლამარა შაყულაშვილი და ქალთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ფსიქოლოგები გაესაუბრნენ.

 

სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუდენტებს ოჯახში ძალადობის სხვა საკითხებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებები გააცნეს, რომელთა მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
 
 
შეხვედრაზე სოციალური რგოლები უჩვენეს, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის დისკუსია გაიმართა.
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
 
 
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გრძელდება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020