|
,,ჩემი ძმა იქით არის, ძმისშვილს ვერ ვხედავ, ძმას ვერ ვნახულობ, ეს ცხოვრებაა?" - ამბობს კასპის რაიონის სოფელ სარიბარში მცხოვრები იზოლდა მელაძე. ის ამ სოფელში წლების გათხოვდა, ხოლო ნათესავები ახალგორის რაიონში ჰყავს.
კასპის რაიონის სოფელ სარიბარში სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით მდინარე თორთლას დაგუბებას გეგმავენ. ამის შესახებ Qartli.gE-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ვლადიმერ გოჭოშვილმა განუცხადა.
25.09.2015 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა დღეს აღიარეს, რომ გორის სასამართლოში სამოქალაქო საქმეები, რომელსაც, ძირითადად, მოსამართლე შორენა წიქარიძე უძღვება, დიდი ხნის განმავლობაში უძრავად დევს. ამ ,,უძრაობის პერიოდში" კი მედიაციის ცენტრის სპეციალისტებს, მხარეებს შორის, წარმოშობილი დავის მოგვარება მორიგებით შეეძლებათ. ამ ახალი სისტემის პრეზენტაცია დღეს გორში, სასტუმროს ,,ვიქტორია" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
24.09.2015 წინა ხელისუფლების დროს დაწყებული საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების პრაქტიკის გამოსწორებას რიგ შემთხვევებში, უკანონო კანონმდებლობა უშლის ხელს, რის გამოც, მოსახლეობა მამაპაპისეულ ქონებას დღემდე ვერ იკანონებს.
23.09.2015 სტალინის ძეგლის დადგმის პროექტი უკვე მზადაა. ამის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განკარგულების ორი პროექტი უკვე მოამზადეს. მერიაში თხოვნა აიიპ ,,გორელების"- გან შევიდა, დადგმისა და პროექტის შედგენის ხარჯების გაღების უფლების მოპოვებასაც საზოგადოება ,,გორელები"ითხოვდნენ.
21.09.2015 პატრულის ეკიპაჟი ,Chrysler SRT"-ის მძღოლს სტალინის გამზირზე მისდევდა. მძღოლი გელდიაშვილის ქუჩაზე შევარდა, პატრული კი სირენებით ჩიხამდე მიჰყვა. რამდენიმე წუთში გელდიაშვილის ჩიხში კიდევ ორი ეკიპაჟი მივიდა. ავტომანქანის მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა. მისი თქმით, პატრულისთვის ,,დიდი პაჩოტია" კრაისლერის გაჩერება. საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლების განცხადებით, მძღოლმა საპატრულო ეკიპაჟის სიგნალები ვერ გაიგო, შესაბამისად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნის შეუსრულებლობისა და დაუმორჩილებლობის ფაქტი არ დგინდება.
21.09.2015 ქართული სოფლის, საკორინთლოსა და ოსური სოფლის, აბრევს შორის გამავალ გამყოფ ხაზს, დაბრკოლების გარეშე, მხოლოდ, საქონელი კვეთს. ამის გამო ციალა სალამაშვილი იძულებულია ტელეფონით ახლობელს სოფელ აბრევში დაუკავშირდეს და ნახირის გამორეკვა მას სთხოვოს. ანალოგიური ხდება პირიქით. საკორინთლოში გადასული ნახირი კი ხშირად ვენახებს აზიანებს.
2015 წლის 21 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა. საზეიმო ცერემონიალზე შეკრებილ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხორბალაძემ; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დავით ჩოჩიშვილმა; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, ნუგზარ აბრამიშვილმა; ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ბარბაქაძემ; პროფესორმა ელდარ მამისთვალაშვილმა.
21.09.2015 გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში 35 წლის მამაკაცი ხევში გარდაცვლილი გუშინ 20 სექტემბერს იპოვეს. თანასოფლელების ვერსიით, ის ბუღამ რქებით დაჩეხა და ხევში გადააგდო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
18.09.2015 სასულიერო პირის ავტომანქანაზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გორის რაიონის სოფელ ვარიანში ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მამა გრიგოლმა (გოგიჩაძემ) აცნობა. ინფორმაციას შს სამინისტროს პრესცენტრის წარმომადგენელი ადასტურებს.


