|
18.09.2015 დღეს, გორის ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დროა“, კულტურისა და დასვენების პარკში, „ახალბაღი“ ღია კინოთეატრი გახსნა.
18.09.2015 მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონის გამო, წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემა სვანეთში ისევ გადაუჭრელი რჩება.
17.09.2015 რესტორან ,,მზიურთან" მომხდარ ჩხუბის ფაქტზე დაკავებული არავინაა. ინციდენტი 16 სექტემბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა.
17.09.2015 დღეს, თბილისი-ლესელიძის გზატკეცილის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია მხოლოდ მძღოლი.
17.09.2015 გორის უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის - LA MANCHE: Leading and Managing Change In Hihger Education (უმაღლეს განათლებაში შეტანილი ცვლილებების მართვა)- ფინალური შეხვედრა ჩატარდა, რომელმაც სამი დღე (15-17 სექტემბერი) დაჰყო.
14.09.2015 სტალინის სახლმუზეუმის ტერიტორიაზე, საბჭოთა ბელადის ვაგონის კიბეებზე 23 წლის გორელი ახალგაზრდა დრამერი გიორგი პაპიაშვილი დააკავეს. პოლიციის ვერსიით და დაცვის თანამშრომლების ახსნა-განმარტებების მიხედვით, პაპიაშვილი ვაგონის გაქურდვას ცდილობდა. ხოლო ადვოკატის თქმით, ნასვამი პაპიაშვილი კიბეებზე ჩამოჯდომას ცდილობდა.
11.09.2015 ,,ფაქტობრივად რეკეტია"- ეს განცხადება გორის მერმა ბოლო საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. ამ დროს ეკონომიკური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, ქალაქში ტრანსპორტის რეგულირებასთან დაკავშირებით, იხილებოდა. პარკირების თემა ოპოზიციური პარტიის წევრმა ზურაბ როსებაშვილმა წამოწია.
10.09.2015 სტალინის ძეგლის დადგმა დღეს დილის 7 საათზე სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე იგეგმებოდა. საჭირო ხარჯები ადგილობრივ ბიზნესმენებს უნდა გაეღოთ. თუმცა წინა საღამოს მკაცრი გაფრთხილება მიიღეს. ძეგლის დადგმის ინიციატორები გააფრთხილეს, რომ საქმეში პოლიცია ჩაერეოდა და მერიის ქონების (ძეგლის) თვითნებურად გადაადგილების გამო, პასუხისგებაში მიეცემოდნენ.
10.09.2015 სტალინისა და თამარ მეფის გადაკვეთაზე სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებული არავინაა.
2015 წლის 9 სექტემბერს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში ქართველი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნის დღე აღინიშნა.
სასირეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სამთავისი-კასპის ეპარქიის მეუფე დამიანემ, გენერლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


