რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილი ,,კულას" დირექტორის უკან ,,ქართულ ოცნებას" ხედავს
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის
ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი ,,კულას" დირექტორის უკან ,,ქართული
ოცნების" ინტერესებს ხედავს.
ამის შესახებ ბადრი ბასიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, მმართველი ,,ქართული ოცნების" გუნდის დავალებით კომპანია ,,კულას" დირექტორი ივანე გოგლიძე ცდილობს მის ძმას ალექსანდრე გოგლიძეს კანდიდატურის მოხსნა აიძულოს.
,,მანამდეც იყო პატარა მცდელობები, მიუხედავად ამისა, ალექსანდრე გოგლიძე ჩვენი გუნდის წევრად რჩება და ის ქალაქ გორის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ერთი ძმა, ივანე გოგლიძე ,,ქართულ ოცნებაშია", ხოლო მეორე ძმა ,,ნაციონალურ მოძრაობაში". ,,ქართულმა ოცნებამ" თავი დაანებოს ზეწოლას და ჩვენს წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას" - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.
ბადრი ბასიშვილი კენჭს გორის რაიონში იყრის, ხოლო ალექსანდრე გოგლიძე - ქალაქ გორში.
2016 წლის 10 აგვისტოს კომპანია ,,კულას" მფლობელმა ივანე გოგლიძემ ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფანჯრები ჩაამტვრია.
მხარეები კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ.
ივანე გოგლიძემ და მისმა კომპანიამ ,,კულამ" 2012 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობისგან შეღავათიანი კრედიტი საწარმოს გაფართოების მიზნით მიიღო.
2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ნაციონალური მოძრაობა" მერობის კანდიდატად ვანო გოგლიძის ძმას ალექსანდრე გოგლიძეს მოიაზრებდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება მაშინ შეიცვალა. ცოტა ხანში, ,,კულას" შემოწმება შემოსავლების სამსახურმა დაიწყო.
2016 წელს ,,ნაციონალებმა" ქალაქ გორის მაჟორიტარად ალექსანდრე გოგლიძე წამოაყენა.

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები