|
15.08.2015 გორში ლატვიის ქალაქ სალაცგრივას ფოლკლორული ანსამბლი იმყოფება. ის საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან ზაზა მეზვრიშვილმა მოიწვია. მისი თქმით, უახლოეს ხანებში გორისა და სალაცგრივას მერები დამეგობრების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
14.08.2015 გორში, კასტელის ქუჩაზე მცხოვრებ ნათელა დემეტრაშვილს, საცხოვრებელი სახლის დამხმარე ფართიდან, სახელმწიფოს სახელით, ის ადამიანი ასახლებს, რომელმაც იპოთეკით ბინა წაართვა. მისი თქმით, კერძო იპოთეკარი ამისთვის სპეცნაზელ შვილს იყენებს და აშინებს.
14.08.2015 პირველი აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით გორის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ,,შავლეგო" პორტუგალიასა და ესპანეთში საერთაშორისო ფესტივალში იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ფესტივალი ,,folkmoncao" პორტუგალიის ქალაქ მონსაოში 1-10 აგვისტოს გაიმართა, ხოლო ფესტივალი,,XXXII XORNADAS DE FOLKLORA " 10-20 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ოურენსიში ტარდება.
14.08.2015 გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ურნას დაეჯახა და შემდეგ გადაყირავდა. ავარიის მიზეზად საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა.
14.08.2015 გორის რაიონის სოფელ ზერტში სასმელი წყლის ონკანები დაკეტილია. ცხოველები წყლის მოსვლას ავზებში ელოდება. ადგილობრივებმა აქცია 13 აგვისტოს გამართეს. ახალი ონკანები 2013 წელს დამონტაჟდა.
13.08.2015 გორის ნარკოლოგიურ ცენტრში 33 წლის მოქალაქის სამედიცინო დახმარების მიზნით სასწრაფო გამოიძახეს. ჰეპატიტით დაავადებულ პირს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შემოწმებას აიძულებენ. ადვოკატ ზაზა გიგაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაადმიანურ პირობებში იმყოფება.
12.08.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამხარაულის ექსპერტიზიდან სოფლების ატენის, ბნავისი, ოლიზისა და წედისის მასშტაბური პროექტის შესახებ ხელმეორე უარყოფითი დასკვნა მიუვიდა. მილიონნახევრიანი პროექტი ზაფხულის მიწურულშიც არ იწყება. თანხა რეგიონალური განვითარების ფონდისაა და აუთვისებლობის შემთხვევაში ფონდი მას უკან წაიღებს.
10.08.2015 ხალხის აზრის მნიშვნელობისა და ცოდნის შესახებ, ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარის მოადგილესა და საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელს შორის, ცხარე დისკუსია გაიმართა. საქმე საპრივატიზაციო ობიექტების იმ სადავო ნუსხას ეხება, რომლის შესახებ საკრებულოს წევრებს,მათ შორის თავმჯდომარის მოადგილეს ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა.
10.08.2015 ,,იქნებ გორსაც ჰყავს მილიონერები და სად არიან?" - განაცხადა გორის საკრებულოს წევრმა ,,ქართული პარტიიდან" რამაზ იოსელიანმა მას შემდეგ, როდესაც საკრებულოს სხდომაზე გორის ადმინისტრაციული შენობის გაყიდვის იდეა დააყენა.
10.08.2015 ქალაქ გორის საკრებულოს ოპოზიციამ მერს, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე და ინტელექტუალური რესურსის მოძიებაზე ორიენტირებული, ააიპ ,,გორის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს" დაფინანსების გაზრდის საკითხი ჩააგდო. საუბარია 19 500 ლარზე. გადაწყვეტილების მიმღებმა უმრავლესობამ, იდეა უტოპიურად შეაფასა, ხოლო სააგენტო უმოქმედობაში დასდო ბრალი.


