15.10.2015 გორში მდებარე გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სამხედრო ბენდის კონცერტი იმართება.
15.10.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა გუდაბერტყას ნამოსახლარზე არქეოლოგიურ გათხრებს, კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის გარეშე, იწყებს. ამის თაობაზე ნებართვა საკრებულოს წევრებმა გამგეობას საკრებულოს სხდომაზე მისცეს. გათხრების ინიციატორი კულტურისა და ახალგაზრდობის სამსახურია.
15.10.2015 სოფელ წედისის სტიქიიდან 4 თვე გავიდა, თუმცა მურმან გაზაშვილის საცხოვრებელ სახლთან დამაკავშირებელი ხიდი ამ დრომდე გასამაგრებელია. დაზარალებული მურმან გაზაშვილი და სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში სოსო ვანიშვილი ოთხი თვეა გამგეობას უშედეგოდ აწუხებენ.
14.10.2015 პოლიციის ოთხივე თანამშრომელი, რომელთაგან სამი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დღეს, კასპის ცენტრში ქუჩას ანაგვიანებდა. ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ფარულად გადაიღეს.
13.10.2015 ქარელობაზე ყოფილმა გამგებელმა ემიკო ფეიქრიშვილმა ამჟამინდელ გამგებელს ზაზა გულიაშვილს, გამგეობის წინ, საქონლის ჩლიქები ჩამოუკიდა. ,,ეს არის ზაზა გულიაშვილის სახე" - განაცხადა ემიკო ფეიქრიშვილმა. ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ ემიკო ფეიქრიშვილის ქმედებებზე არც გამგებელი და არც ემიკო ფეიქრიშვილის მშობლები აგებენ პასუხს.
13.10.2015 გორის მუნიციპალიტეტში შემავალ 35 საბავშვო ბაღში ფხიანი თევზები დაარიგეს. ამის შესახებ განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა არსენ აზალაძემ Qartli.gE-სგან გაიგო. ინფორმაცია ,,ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელთან გიორგი გელაშვილთან გადაამოწმა, რომელმაც ფაქტი დაუდასტურა.
13.10.2015 ვიდრე ქსენია ნარიაშვილი თონეში პურს აცხობდა, მისი მეუღლე ნოშრევან ნარიაშვილი და მეზობელი მედეა ციცქიშვილი სოფლის პრობლემებზე კამათობდნენ. ყოფილი ფეხბურთელი ნოშრევან ნარიაშვილი 21 წლის წინ სოფელ ფხვენისში მეუღლის მშობლების სახლში მეუღლესთან ერთად დასახლდა.
13.10.2015 გორის რაიონის სოფელ ფხვენისში ელექტროენერგიის გადასახადს კილოვატზე 35 თეთრს იხდიან. ამის შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს. აღნიშნულ სოფელში კომპანიამ ,,ენერგო-პრო" გამრიცხველიანება 1 ოქტომბერს დაასრულა.
13.10.2015 გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა მესაზღვრეებმა დღეს ორი მწყემსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადასტურებენ.
13.10.2015 საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომლის ორგანიზებითაც დღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


