08.08.2015 გორში მუნიციპალური ჰოსტელი აღარ აშენდება. ამის შესახებ გორის მერიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც საკრებულოს წევრების უმრავლესობამ იდეა დაიწუნა. ქალაქის მერის განცხადებით, ჰოსტელის ასაშენებელ თანხას სხვა პროექტისკენ მიმართავს.
07.08.2015 გორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატების საკითხი სოფლის მეურნეობისა და აგრარული კომისიის სხდომაზეც ჩავარდა, თუმცა გაჭირვებით. ხმები 4/4-ზე გაიყო და გადამწყვეტი ხმა კომისიის თავმჯდომარემ გამოიყენა. ხელფასების მატების საკითხი ორი დღით ადრე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზეც ჩავარდა.
06.08.2015 რეგიონული მედიის და პარტნიორი გამოცემების ჟურნალისტებმა თავიანთ რეგიონებში ახალგაზრდების მცირე გამოკითხვა ჩაატარეს, თუ რამდენად არიან ისინი ინფორმირებული თავიანთ საარჩევნო უფლებებზე, რა იციან არჩევნების შესახებ, რამდენად აქტიურები არიან და მონაწილეობენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
06.08.2015 „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ (GRMA) ახალგაზრდებისათვის აცხადებს ესსეს, სლოგანისა და ფოტო კონკურსს „არჩევანი ჩემი უფლებაა.“ ესსეს, სლოგანისა და ფოტოსთვის შერჩეული თემა უნდა უკავშირდებოდეს არჩევნებს და საარჩევნო სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებს.
05.08.2015 გორის რაიონის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე რაიონის გამგეობის ორი კვარტლის ანგარიში ჩააგდეს. 6 წევრიდან გამგეობის მუშაობა დადებითად, მხოლოდ, ორმა წევრმა - ივანე არჩუაძემ (ეროვნული ფორუმიდან) და ჯაბა იმერლიშვილმა (ოქრუაშვილის პარტიიდან) შეაფასეს. ქვახვრელის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა ,,ქართული ოცნებიდან" ნიაზ ნიაზაშვილმა საკუთარი სოფლის მაგალითზე გამგეობის მუშაობა უარყოფითად შეაფასა.
04.08.2015 გასულ 2004-2012 წლებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამორთმეული, იძულებით დათმობილი და სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საკითხი კვლავ გაურკვეველია. ამ წლებში ქონების იძულებით დათმობის, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის და ჩუქების ასეულობით ფაქტია გამოვლენილი.
03.08.2015 შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი თორთლაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თოთლაძის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. აწ უკვე ყოფილი მოადგილის ძმა აცხადებს, რომ გიორგი თოთლაძე თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა.
01.08.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ამ დროისთვის 18 თანამშრომელი სამსახურიდან დაბალი ხელფასის გამოა წასული. ამის შესახებ გამგებლის პირველმა მოადგილემ და იურიდიული სამსახურის უფროსმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურეს. ფაქტი ხელფასების მატების მოთხოვნის საფუძველი გახდა. საკრებულოს წევრების უმრავლესობა, ჯერჯერობით, არ ეთანხმება.
31.07.2015 საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გორში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 58% მიაჩნია, რომ ქალაქი ტურისტულ ცენტრად უნდა იქცეს. ამის შესახებ ააიპ ,,გორის ტურისტული განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზაზა კოშაძემ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა გამოკითხვით, გორის ,,დილას" დაფინანსებას არავინ ითხოვს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


