12.10.2015 ,,ახალგაზრდებო, საიდან ხართ?" - გვკითხა ერთ-ერთი ღობიდან შუა ხნის მამაკაცმა. ვუპასუხეთ, რომ ჟურნალისტები ვიყავით. სოფელ თვაურებში სტუმრობის მიზეზი როცა გვკითხა, ავუხსენით, რომ აქაური ამბების გაცნობა და შემდეგ მკითხველისთვის გადაცემა გვინდოდა. ჩემზე უკეთ ვინ გეტყვითო და ჭიშკრისკენ მიგვანიშნა, მიგვიპატიჟა.
12.10.2015 მამა-შვილს, ალექსანდრე და კახა ჩიტიშვილებს სოფელ თვაურებში 20 სკა ფუტკარი ჰყავთ. საკუთარ ნაკვეთში ატმის ბაღებიც გააშენეს. დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრება მიატოვეს, ხოლო გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე პატარა სოფელში მცირე მეურნეობის განვითარებას შეუდგნენ. მათი პროდუქტისთვის ყველაზე დიდ პრობლემად გასაღები ბაზარი რჩება.
12.10.2015 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს გიორგი თვაურს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სწავლის საფასურს განათლების სამინისტრო არ უფარავს. ამის შესახებ კასპის რაიონის სოფელ თვაურებში მცხოვრებმა ირმა კუდუხაშვილმა, გიორგი თვაურის დედამ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.
12.10.2015 სოციალურად დაუცველ ნუგზარ თვაურს, რომელიც მოხუც მშობლებთან ერთად, მოძველებულ სახლში ცხოვრობს, ყველა არჩევნებზე სახურავის შეცვლას ჰპირდებიან.
12.10.2015 ეს არის სოფელი, სადაც ყველა ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი დარჩა. კასპის რაიონის პატარა დასახლებაში 45 კომლი ცხოვრობს. თვაურების შემდეგ ოსური სოფელი ახმაჯია. მათ შორის გამყოფი ხაზის გადის. მავთულხლართი სარწყავ რუს გასდევს.
12.10.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ თვაურებში, სადაც 45 კომლი ცხოვრობს, აირის მილები კვლავ უფუნქციოდაა. ეს ინფრასტრუქტურა გასულ ზამთარსაც იყო მზად, თუმცა თვაურელებმა ვერ გამოიყენეს. შესაყვანია შიდა, საოჯახო ხაზზები.
09.10.2015 შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური კომენტარს არ აკეთებს პოლიციის პიკაპის იმ მძღოლის მიმართ გატარებული ღონისძიების შესახებ, რომელსაც გორის ერთ-ერთმა მოქალაქემ პატრულში უჩივლა
09.10.2015 ჯუმბერ მაისურაძის საცხოვრებელი სახლის მისასვლელი გზა სამშენებლო სამუშაოებმა დააზიანა. ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში მცხოვრები ოჯახი ითხოვს, რომ გზა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნონ.
09.10.2015 გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით წელს პირველად საქართველოში გაიმარტება ,,საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი’’ - გორი 2015.
09.10.2015 გორის ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებმა მოვაჭრეებისგან გაათავისუფლეს. ამის საფუძველი 2015 წლის 11 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილება გახდა. მთელი ღამე სამართალდამცავებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი ჰქონდათ.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


