08.09.2015 ,,ბრიტანეთის სამეფოს არმიის ბენდის საქართველოში სტუმრობა კიდევ ერთი დასტურია, რომ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის გზაზე." - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
08.09.2015 აგვისტოს დასაწყისში დაწყებული სამუშაოები 29 სექტემბერს დასრულდება. მანამდე კეცხოველის ქუჩაზე, რომელიც გორს კასპის მიმართულებით აკავშირებს, მათ შორის, ტურისტულ ზონებს - უფლისციხე, ატენს - მანქანები იმტვრევა.
07.09.2015 ,,ეს იყო არაოფიციალური შეხვედრა, სადაც მერს დავანახვეთ, თუ რა საკითხები ჩავარდებოდა სავარაუდოდ საკრებულოს სხდომაზე" - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ, რომელიც Qartli.gE-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოს მიუძღვნა.
06.09.2015 დღეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრებმა შიდა ქართლის გუბერნატორის მოთხოვნა, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მხრიდან ქარტიის პირველი და, თანაც, მნიშვნელოვანი პრინციპის დარღვევის შესახებ, დააკმაყოფილეს. დადგინდა, რომ მედიასაშუალებამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი (საზოგადოების უფლება მიიღოს ზუსტი ინფორმაცია) არ დაიცვა.
06.09.2015 რესტორან ,,დარიალში" 5 სექტემბერს გვიან საღამოს ჩხუბი მოხდა. დაშავდნენ ქორწილის მონაწილეები, რომელთა დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.
04.09.2015 მიმდინარე წლის ორი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენისას ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მისი ხელმძღვანელი დავით ონიაშვილი, გამგების ბიუჯეტიდან ქალაქის მერიაში, 700 ათას ლარს არ რიცხავს. ამის შესახებ ქალაქის მერმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
2015 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის საჩივარი ტელეკომპანია ,,თრიალეთის" წინააღმდეგ განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.
04.09.2015 გორში, 3 სექტემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახალგაზრდებისთვის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით სემინარი გამართა.
03.09.2015 ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს ერთ-ერთმა სხდომამ, რომელიც 2015 წლის აგვისტოში გაიმართა, საკრებულოს სხდომის ფუნქცია შეითავსა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბიუროზე ყველა წევრმა, (მათ შორის, პოზიციამაც და ოპოზიციამაც) რეგლამენტის უცოდინრობა გამოავლინა.
03.09.2015 გონიოს ციხესთან და ზღვისპირა ზოლში მდებარე სადაო მიწების საკითხი, რომლის დაბრუნებასაც მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ითხოვს, ჯერ კიდევ გაურკვეველია.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


