|
27.06.2015 ,,ატოცის ეკლესიის დაფინანსებაზე რატომ არაფერი წერია?" - ეს კითხვა საკრებულოში ატოცის წარმომადგენელმა იმ დროს დასვა, როდესაც რუის-ურბნისის ეპარქიის სასარგებლოდ, დამატებით, 20 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე, მსჯელობდნენ. სხდომაზე საფინანსო სამსახურის უფროსმა ის ეკლესია-მონასტრები ჩამოთვალა, სადაც წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული 70 ათასი ლარი უკვე აითვისეს.
27.06.2015 კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში, ,,ვაზ 24-10" ავტომანქანის მძღოლმა გიორგი ნატროშვილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და იქვე არსებულ ხრამში ჩავარდა. მძღოლმა სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
27.06.2015 გორის რაიონის სოფელ ბერბუკში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. გამოძიების ვერსიით, ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
26.06.2015 გორის რაიონის სოფელ ბერბუკში თხევადი აირით დატვირთულ ბალონებს ხანძარი გაუჩნდა. ფაქტი 2015 წლის 24 ივნისს ღამის 12 საათზე მოხდა. ცეცხლი სასწრაფოდ ჩააქრეს, პოლიციის ეკიპაჟებმა ინციდენტის ადგილამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს, ხოლო ,,შეტყობინება" ცრუ განგაშად გააფორმეს.
25.06.2015 სტალინის სახლმუზეუმის პარკში განთავსებულ კაფეებში, შესაძლოა, ლუდის დალევა აიკრძალოს. ამის შესახებ ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
26 ივნისს, 13:00 საათზე, გორის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში „ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლექცია-სემინარი გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კულტურის ცენტრიდან აცნობეს.
24.06.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 2 თებერვალს ,,ლიბერთი ბანკის" სადეპოზიტო ანგარიშზე 2 მლნ ლარი განათავსა, საიდანაც ადგილობრივი ბიუჯეტი წლიური 10%-ის ოდენობის თანხას მოგების სახით იღებს. ამ დროისთვის ,,კეთილმოწყობის სამსახურს" და სოფლის პროგრამებს იმ ,,დადეპოზიტირებულ" 2 მლნ ლარიდან არც ერთი თეთრით უსარგებლია.
24.06.2015 ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 56-ე შეხვედრა გაიმართა
24.06.2015 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცხადიაშვილი ფიქრობს, რომ უახლოეს საკრებულოს სხდომაზე მის გადაყენებას აპირებენ. ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უშაულოდ საკრებულოს თავმჯდომარემ შეატყობინა.
23.06.2015 დღეს საღამოს, დაახლოებით, 22 საათზე, ახალბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროს მოაჯირიდან მამაკაცი მდინარე ლიახვში ხტებოდა. თავის მოკვლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია ,,საქართველოს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს - 112-ს" მამაკაცის მეუღლემ მიაწოდა.


