24.08.2015 გუშინ, რესტორან ,,დარიალში" ჩხუბი მოხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გორის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ,,რესპუბლიკელი" ვახტანგ ბერკაცაშვილი დააკავა.
სწორედ, ოთარაშვილისგან გახდა ცნობილი, რომ ისტორიულ ძეგლს ერეკლე კუხიანიძე გაყიდვას უპირებს.
20.08.2015 ძეგლის კვლევა და არქეოლოგიური გათხრები, თანხების უქონლობის გამო, ხვალიდან შეჩერდება. ამის შესახებ Qartli.gE-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა განუცხადა.
20.08.2015 გორის ცენტრში, ჭავჭავაძისა და სტალინის გამზირების გადაკვეთაზე, ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა მოხუცს, 70 წლის ქალბატონს დაეჯახა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა. პოლიცია იმ მანქანას ეძებდა, რომელიც მოხუცს დაეჯახა.
19.08.2015 კასპში, აღმაშენებლის ქუჩაზე, BMW-ს მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ორივე ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი, სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კასპში მომღერლების გიორგი ჩიტაურის, ანა მალაზონიას, პაატა ოდიშვილის, ჯგუფის ,,დათვის ჯვარის" და სხვათა კონცერტი კულტურის სახლში ჩაიშალა. საქველმოქმედო ღონისძიებაზე ბილეთი, მხოლოდ 13-მა კასპელმა იყიდა. ხალხური, კერძოდ, მთის ჰანგების შემსრულებელთა გადაწყვეტილებით, კონცერტი კულტურის სახლის წინ, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
17.08.2015 გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ალეკო ვეშაპური სხდომაზე ნერვიულობდა. საკრებულოს წევრების საყვედურებს არგუმენტებით ვერ პასუხობდა. მუდმივად იმეორებდა: ,,პარლამენტარმაც მისწერა წერილი, მაგრამ არაფერი გამოვიდაო". ბოლოს, გუბერნატორის ,,სიმაღლეების" გამოყენება გადაწყვიტეს.
15.08.2015 გორში ლატვიის ქალაქ სალაცგრივას ფოლკლორული ანსამბლი იმყოფება. ის საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან ზაზა მეზვრიშვილმა მოიწვია. მისი თქმით, უახლოეს ხანებში გორისა და სალაცგრივას მერები დამეგობრების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
14.08.2015 გორში, კასტელის ქუჩაზე მცხოვრებ ნათელა დემეტრაშვილს, საცხოვრებელი სახლის დამხმარე ფართიდან, სახელმწიფოს სახელით, ის ადამიანი ასახლებს, რომელმაც იპოთეკით ბინა წაართვა. მისი თქმით, კერძო იპოთეკარი ამისთვის სპეცნაზელ შვილს იყენებს და აშინებს.
14.08.2015 პირველი აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით გორის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ,,შავლეგო" პორტუგალიასა და ესპანეთში საერთაშორისო ფესტივალში იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ფესტივალი ,,folkmoncao" პორტუგალიის ქალაქ მონსაოში 1-10 აგვისტოს გაიმართა, ხოლო ფესტივალი,,XXXII XORNADAS DE FOLKLORA " 10-20 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ოურენსიში ტარდება.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


