რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,ბატონო პაპუნა, როგორ მუშაობს მერია?"

23.05.2015 ,,ოპოზიცია ჯანსაღი გვყავს საკრებულოში" - უთხრა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს. 22 მაისს საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კვარტალში ერთხელ იმართება, გუბერნატორმა ქალაქში რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიმდინარეობა მოიკითხა.

01:24 / 24.05.2015
კარანტინი ქვახვრელში

23.05.2015 ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებული ფოტოებით დასტურდება, რომ საუდის არაბეთიდან და იორდანიიდან მობრუნებული ცხვარი სავალალო მდგომარეობაშია. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის მინდვრებზე ფოთის პორტიდან ჩაყვანილი ცხვრები 21 დღიან კარანტინის პერიოდს გადის და სიტუაცია მაქსიმალურ კონტროლზეა აყვანილი.

22:47 / 23.05.2015
,,წყალ-ჩავარდნილი" გორის რაიონი - ,,დიდ ხანს ლოდინი არ შეიძლება"

22.05.2015 სასმელი წყლის პროექტების ჩავარდნის გამო შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციასთან შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გუბერნატორმა სხვა რაიონების წარმომადგენლების გასაგონად ისაუბრა. შეხვედრას რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი არ ესწრებოდა, ხოლო მის მოადგილეს გია წვერავას შეხვედრა დაატოვებინეს, როგორც არაუფლებამოსილ პირს კანონით განსაზღვრულ საბჭოს შემადგენლობისთვის.

00:28 / 23.05.2015
ონოფრიშვილს მუნიციპალიტეტის შენობიდან გასახლება ემუქრება

21.05.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები იმ დოკუმენტების შეგროვებას შეუდგნენ,  რომელიც მაჟორიტარი პარლამენტარის ბიუროს ფართისა და ამ ფართის საიჯარო საბაზრო ღირებულების შესახებ მონაცემებს შეიცავს. ამ დოკუმენტების წარდგენა საკრებულოს წევრებმა მოითხოვეს. მაჟორიტარი პარლამენტარის ბიუროს საკითხი მომავალ სხდომაზე გადაწყდება.

23:40 / 21.05.2015
იორდანიიდან საქართველოში 10 000 ცხვარი უკან დააბრუნეს

21.05.2015 იორდანიიდან საქართველოში უკან დაბრუნებულ ცხვარს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე არსებულ დაახლოებით 300 ჰა საძოვარზე აგროვებენ. დღეს სპეციალური მანქანებით ფოთის პორტიდან 400 სული ცხვარი უკვე ჩაიყვანეს. იორდანიაში ქართულ ბიზნესკომპანიას ცხვრების შეყვანის უფლება არ მისცეს. ცხვარი მანამდე საუდის არაბეთში მიჰყავდათ.

20:33 / 21.05.2015
22 მაისს რიკოთის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

21.05.2015 რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი სამუშაოებისა და ელექტრო–მექანიკური სისტემების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 22 მაისის, 00:00 სთ–დან  07:00 სთ–მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

 
19:44 / 21.05.2015
ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს 100 ლარი მიეცემათ

21.05.2015 ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს 100 ლარი მიეცემათ. ამის შესახებ დადგენილების პროექტი ქალაქ გორის საკრებულოში გუშინ 20 მაისს შევიდა. ახალ გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

19:27 / 21.05.2015
,,გრანდ" - იოზული არხები

21.05.2015 გორის რაიონის სოფელ უფლისციხესთან გაკეთებულ ახალ სარწყავ არხში, ერთ-ერთ მონაკვეთზე,  საცდელად გაშვებული წყალი უკან დაბრუნდა. ამის გამო სამელიორაციო სამუშაოები აპრილის თვეში დროებით შეჩერდა. მაისის თვიდან კი განახლდა. მასშტაბური პროექტი, რომელსაც კომპანია ,,გრანდი" ახორციელებს,  ყარაღაჯი-დოესი-გრაკალი-ქვახვრელი-უფლისციხე-ხიდისთავს მოიცავს.

19:05 / 21.05.2015
საქმის გარჩევა და ჩხუბი საგურამოს ტყეში

20.05.2015 დაკავებულებს ბრალად ადამიანის გატაცება და მძევლად აყვანა ედებათ. საგურამოს ტყეში 2015 წლის 31 მარტს ატეხილი ჩხუბის შემდეგ, დაპირისპირებული მხარეები ჯერ სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ, შემდეგ 6-მა ადამიანმა ორი პირი მანქანაში ჩასვა და გორში ერთ-ერთ ბინაში მიიყვანა. პოლიციამ შეტყობინება მეორე დღეს მიიღო და ხუთი პიროვნება (ერთი მოგვიანებით) გატაცების მუხლით დააკავა. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გატაცებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო წაყენებული ბრალი, მხოლოდ, ჩხუბის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს.

02:49 / 21.05.2015
,,ოსებმა მობილურიც და დურბინდიც გამომატანეს"

20.05.2015 ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული და, ამჟამად, გათავისუფლებული გიორგი ანანიაშვილი იხსენებს, რომ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ, ოსებმა პირადი ნივთები - მობილური ტელეფონი და დურბინდი გამოატანეს. თუმცა ჯარიმა - 100 ლარის ეკვივალენტი რუსულ რუბლში - ოჯახის წევრებმა გადაიხადეს. იგი აპრილში სოფელ საკორინთლოსთან ახლოს საქონელს აძოვებდა და რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. გიორგი ანანიაშვილი 78 წლისაა.

01:17 / 21.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.