|
13.06.2015 დადიანის ქუჩაზე კანალიზაციის ორმოში გამგეობის თანამშრომლის მანქანა, ხოლო შემდგომ გვიან საღამოს კი, სატვირთო ავტომანქანა ჩავარდა. ამის შესახებ Qartli.gE - ს აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებლებმა განუცხადეს და ფოტომასალაც მიაწოდეს. ნიაღვარმა ორმოები იმ ადგილზე წარმოშვა, სადაც კანალიზაცია გადის და მისი რეაბილიტაცია სულ რამდენიმე თვის წინ განხორციელდა.
13.06.2015 მარწყვის გაყიდვის შემდეგ აღებული თანხით თელიანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბერუაშვილის ოჯახი, ეზოში გაკეთებულ მცირე აუზში, თევზების მომრავლებას გეგმავდა. 2015 წლის 11 ივნისს სტიქიამ - სეტყვამ და ნიაღვარმა - ამის საშუალება მოუსპო. სოფელ დოესში კი მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა. ამ დღეს სტიქია კასპის რაიონში, სწორედ, დოესი-თელიანი-მეტეხის ნაწილში მძვინვარებდა.
12.06.2015 დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი. თამაზაშვილების ოჯახში ძაღლი თავის ბუნაგით წყალმა გაიტაცა. დანგრეულია ინფრასტრუქტურა. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო. გამგეობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, იუწყება მუნიციპალიტეტის პრესსამსახური.
12.06.2015 აქცია „სიცოცხლის გამოწვევა“ დღეს გორში ჩატარდა. „გორის რაიონის ახალგაზრდული საკრებულოს“ დეპუტატებმა ქალაქის ქუჩებში ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას მოუწოდეს მიეღოთ აქციაში მონაწილეობა. საკრებულოს წევრებმა და მოხალისეებმა სისხლი გორის სამხერდო ჰოსპიტალში ჩააბარეს.
12.06.2015 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 35 დეპუტატიდან 19-მა დეპუტატმა ანსამბლის ,,მაჩაბელას" დაფუძნებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ,,ნაციონალები" ოვაციებით შეხვდნენ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის არსენ აზალაძის ინიცირებულ წინადადებას ,,ნაციონალებთან" ერთად მხარი ,,თავისუფალი დემოკრატებისა" და ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლებმა დაუჭირეს. ოპოზიციას გვერდით ,,ეროვნული ფორუმი" დაუდგა.
11.06.2015 რეგიონში სეტყვისგან მიყენებულ ახალ ზარალს ითვლიან
11.06.2015 ტანას ხეობიდან სეტყვა მტკვრის მარცხენა სანაპიროს აუყვა. ატენის თემში შემავალი სოფლები უკვე ხელმეორედ დაისეტყვა. ამის შემდეგ სეტყვამ ზედაველის ველი გადაიარა და სოფელი დოესი, გრაკალი, სასირეთი და მეტეხი დასეტყვა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სეტყვა კავთისხევთან დასრულდა.
11.06.2015 გორელებს (FABLOB) და (ILAB) ტიპის სამრეწველო და სასწავლო ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას სთავაზობენ. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერის მოადგილეს დღეს შეხვდნენ.
11.06.2015 ისტორიულ ძეგლთან - უფლისციხესთან მიმასვლელ გზაზე, მდინარე მტკვარზე მდებარე ხიდს ახალი მოაჯირები უკეთდება. აღნიშნული სამუშაოები ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ხიდი 40 წლის წინ აშენდა.
11.06.2015 ახალი ანსამბლის, ,,მაჩაბელა"-ს დაფუძნების მიზნით, გორის თემის საკრებულო გამგებლისთვის თანხმობის მიცემას აპირებს. ამის შესახებ განკარგულების პროექტი საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა უკვე მოამზადა. ახალი ჯგუფის ბიუჯეტი 80 400 ლარი იქნება.


