|
23.06.2015 გორის რაიონის სოფელ სობისში 1972 წელს დაბადებული მამაკაცი ჭაში ჩავარდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცი ჭიდან უვნებლად ამოიყვანეს.
22.06.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2 მლნ ლარი კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე დასვა. იქიდან მიღებული პროცენტებით ,,ააიპ"-ების ხარჯები გაზარდა. ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც (ნაციონალების გარდა) ჩაერთვნენ. გამგეობის იდეას, მმართველი გუნდიდან, ,,ფორუმელები" და ,,რესპუბლიკელები" უჭერენ მხარს.
22.06.2015 გორის მუნიციპალიტეტის თემის გამგებელს დავით ონიაშვილს არაკომერციული, არაიურიდიული პირის, საბავშვო ბაღების გაერთიანების დაფუძნების შესახებ, თანხმობა მიეცა. ამის შესახებ გადაწყვეტილება რაიონის საკრებულოს უმრავლესობამ 8 დეპუტატის წინააღმდეგ მიიღო. მას შემდეგ, რაც დავით ონიაშვილი ე.წ. ააიპ-ს დააფუძნებს და მის დირექტორს დანიშნავს, ეს უკანასკნელი საბავშვო ბაღების გამგეებსა და მის თანამშრომლებს დანიშნავს.
21.06.2015 გორის პოლიციის თანამშრომლებს, დაკავებული ამირან მჭედლიშვილისა და თეიმურაზ ირემაძის ახლობლები და ადვოკატი, გამოუძიებელი საქმის გახსნის მოტივით ცემასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Qartli.gE-ს დაკავებულების ახლობლებმა და ადვოკატმა გორის პოლიციის შენობის წინ განუცხადეს. დადასტურდა, რომ პოლიციამ აღიარებითი ჩვენებები ადვოკატის გარეშე მოიპოვეს.
18.06.2015 გორის მერის ნათესავის, როსტომ მიხანაშვილის კომპანიას მასშტაბურ ტენდერში მონაწილეობა 2015 წლის 15 ივნისს მიაღებინეს. სატენდერო კომისიის 10-მა წევრმა, მათ შორის მერმა, მოადგილეებმა და სამსახურის უფროსებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ. თუმცა, საქართველოს საგადახასახო კოდექსის მიხედვით, მთავარ ფიზიკურ (როსტომ მიხანაშვილი) და თანამდებობის (მერი, კომისიის თამჯდომარე ზურაბ ჯირკველიშვილს) პირებს, ერთმანეთთან მეორე რიგის ნათესაობა (სიძე-მოყვარეობა) აკავშირებთ.
18.06.2015 სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის ქუჩებში აქციას თბილისში დაზარალებულებისთვის მართავენ. 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19 აღწევს, ამ დროისთვის ეძებენ დაკარგულ კიდევ 3 ადამიანს. სტიქიის დროს შიდა ქართლიდან სოფელ მოხისის მკვიდრი სულხან ნოზაძე (ავტოსამრეცხაოს თანამშრომელი) და სოფელ აღაიანის მკვიდრი ზურაბ მუზაშვილი (მაშველი) დაიღუპნენ.
15.06.2015 დღეს საღამოს გორის მთავარ მოედანზე, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015-ის“ ჩირაღდანი ოლიმპიური ბრინჯაოს ორგზის პრიზიორმა გიორგი გოგშელიძემ შემოიტანა. ცეცხლს რამდენიმე მეჩირაღდნე მოსდევდა.
15.06.2015 თბილისში მომხდარ წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს შორის, ქარელის რაიონის სოფელ მოხისში მცხოვრებ სულხან ნოზაძეს ეძებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ოთარ ელიაშვილმა განუცხადა.
14.06.2015 გორელი ტაქსისტი, რომელსაც 13 ივნისის ღამის შემდეგ ოჯახს არ დაკავშირებია და პოლიცია ეძებდა, დღეს დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ის სახლში უვნებელი დაბრუნდა.
13.06.2015 გორის ცენტრში, სტალინის გამზირის ბოლოს, ასფალტზე გველი მოკლეს. სავარაუდოდ, აღნიშნული სახეობის ქვეწარმავალი შხამიან გველებს არ მიეკუთვნება, რადგან ის ქალაქის ცენტრში ნოტიო ამინდების დროს გამოჩნდა და წყლის მოყვარულია.


