14.08.2015 გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ურნას დაეჯახა და შემდეგ გადაყირავდა. ავარიის მიზეზად საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა.
14.08.2015 გორის რაიონის სოფელ ზერტში სასმელი წყლის ონკანები დაკეტილია. ცხოველები წყლის მოსვლას ავზებში ელოდება. ადგილობრივებმა აქცია 13 აგვისტოს გამართეს. ახალი ონკანები 2013 წელს დამონტაჟდა.
13.08.2015 გორის ნარკოლოგიურ ცენტრში 33 წლის მოქალაქის სამედიცინო დახმარების მიზნით სასწრაფო გამოიძახეს. ჰეპატიტით დაავადებულ პირს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შემოწმებას აიძულებენ. ადვოკატ ზაზა გიგაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაადმიანურ პირობებში იმყოფება.
12.08.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამხარაულის ექსპერტიზიდან სოფლების ატენის, ბნავისი, ოლიზისა და წედისის მასშტაბური პროექტის შესახებ ხელმეორე უარყოფითი დასკვნა მიუვიდა. მილიონნახევრიანი პროექტი ზაფხულის მიწურულშიც არ იწყება. თანხა რეგიონალური განვითარების ფონდისაა და აუთვისებლობის შემთხვევაში ფონდი მას უკან წაიღებს.
10.08.2015 ხალხის აზრის მნიშვნელობისა და ცოდნის შესახებ, ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარის მოადგილესა და საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელს შორის, ცხარე დისკუსია გაიმართა. საქმე საპრივატიზაციო ობიექტების იმ სადავო ნუსხას ეხება, რომლის შესახებ საკრებულოს წევრებს,მათ შორის თავმჯდომარის მოადგილეს ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა.
10.08.2015 ,,იქნებ გორსაც ჰყავს მილიონერები და სად არიან?" - განაცხადა გორის საკრებულოს წევრმა ,,ქართული პარტიიდან" რამაზ იოსელიანმა მას შემდეგ, როდესაც საკრებულოს სხდომაზე გორის ადმინისტრაციული შენობის გაყიდვის იდეა დააყენა.
10.08.2015 ქალაქ გორის საკრებულოს ოპოზიციამ მერს, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე და ინტელექტუალური რესურსის მოძიებაზე ორიენტირებული, ააიპ ,,გორის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს" დაფინანსების გაზრდის საკითხი ჩააგდო. საუბარია 19 500 ლარზე. გადაწყვეტილების მიმღებმა უმრავლესობამ, იდეა უტოპიურად შეაფასა, ხოლო სააგენტო უმოქმედობაში დასდო ბრალი.
10.08.2015 იტალიის ქალაქ პუტინიანოს მკვიდრი ქართველები გაერთიანდნენ და თბილისში 2015 წლის 13 ივნისს დაზარალებული ოჯახისთვის თანხა შეაგროვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი ,,II Giornale di Putignano" ავრცელებს.
08.08.2015 გორში მცხოვრები ნაზო კურტანიძე, რომელიც გორკის ქუჩაზე მცირე საამქროს მფლობელია, იაფი კრედიტის აღებას ვერც ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში და ვერც გორის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ახერხებს. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკუთარ სახელოსნოში განუცხადა.
08.08.2015 გორის ,,დილას" სტადიონს ყოფილი მეპატრონე გამოუჩნდა. ამის შესახებ საჩივარი სასამართლოში გორის მერიის წინააღმდეგ უკვე შევიდა. თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელი, სტადიონის შესანარჩუნებლად, კვალიფიციურ და პატიოსან, იურიდიულ კომპანიას დასაქირავებლად ეძებს. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა დასაქირავებელი თანხა ქალაქის მერს არ მისცეს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


