12.07.2015 ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართულ პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას."
10.07.2015 გორის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს სტენდზე საკრებულოს წევრებისა და თანამშრომლების დაბადების დღეების სია გამოაქვეყნეს. ფოტოზე, რომელიც Qartli.gE-მ გადაიღო, მონაცემები არასრულია.
10.07.2015 გორის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჯიპი ,,აკრძალულ ზონაში" შევიდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მისი მძღოლი არ დაუჯარიმებია.
10.07.2015 დღეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის სამუსიკო ხელოვნების სკოლის შენობის დასავლეთ მხარეს ცეცხლი გაჩნდა. დაზიანებულია შენობის გარკვეული ნაწილი. ინსტრუმენტების და ოთახების დიდი ნაწილი გადარჩენილია.
10.07.2015 ,,სიტყვა გეგმა რამდენადაც ვიცი ხმარებაში აღარ არის, თქვენ ალბათ გინდოდათ გეთქვათ ,,პროექტები" არა?" - ასე უპასუხა ერთ-ერთმა რესპონდენტმა მედიასკოლის მოსწავლეებს გამოკითხვის დროს.
10.07.2015 ახალი გარემონტებული ოფისი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით. დანერგილია ყველა ელექტრონული პროგრამა, რაც სარეგისტრაციო სამსახურში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ნებისმიერი მომსახურებით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს.
10.07.2015 გორისა და ხაშურის თვითმმართველი თემების საკრებულოების წევრებმა ხარჯების ანაზღაურების რაოდენობა 500 ლარიდან 750 ლარამდე გაიზარდეს. ამის შესახებ შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები უკვე შეიტანეს.
08.07.2015 თემაზე ,,გენდერული თანასწორობა ქალთა წინსვლისთვის" დემოკრატიული ჩართულობის გორის ცენტრში, ასოციაცია ,,ქალი და განვითარება"-ს მიერ გამართულ შეხვედრაზე, ძირითადად, ქალები საუბრობდნენ.
07.07.2015 კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ხეზე ჩამომხვრჩალი ნახეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიით მიმდინარეობს.
07.07.2015 ოლიმპიური ცეცხლის შესვლა ქალაქ ქარელში გრანდიოზულად აღნიშნეს. ამის ინიციატორი ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვი იყო. იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრში ცეცხლის შემოსვლას ელოდებოდნენ, ყინწვისის მონასტრიდან მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრები პოლიციას გზის გახსნას და საავადმყოფოსკენ წასვლის უფლებას სთხოვდნენ.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


