02.07.2015 შსს-მ ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში მომხდარი მკვლელობა გახსნა შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქურთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გოჩა ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
30.06.2015 გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში, პოლიციის თანამშრომლები დაკეტილ კარებს ყარაულობდნენ. 29 ივნისის ღამის 12 საათზე მესამე სართულის ერთ ოთახიან ბინაში ,,დაუპატიჟებელ სტუმრებს" კარებს არ უღებდნენ.
30.06.2015 ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში 75 წლის ქალბატონი მოკლული ნახეს. სოფლის წარმომადგენლის, ილია კაპანაძის თქმით, პოლიცია ფაქტის გამოსაძიებლად ადგილობრივ ეჭვმიტანილ ახალგაზრდებს იბარებს.
30.06.2015 ,,სახელმწიფო მანქანაა და მოძრაობის წესების დარღვევის უფლება მაქვს, თუ გინდა შეეკითხეთ პატრულს" - განაცხადა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა იმ დროს, როდესაც მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე დააჯარიმეს.
29.06.2015 ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა“ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხეხილის ბაღების დაზიანებისგან მიღებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში, ზერტში, ბროწლეთში, თორტიზაში, კარალეთში, ახალუბანში, შინდისში, ქორდისში და ხელთუბანში 6 ივნისს მომხდარი ხეხილის ბაღების დასეტყვის შემდეგ, კომპანიაში 138 შეტყობინება შევიდა.
28.06.2015 ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. აღებული ვალდებულებების მიხედვით, ნაგავსაყრელებეთან ერთად ნაგავგადამამუშავებელი ქარხნების საკითხი უნდა გადაწყდეს.
27.06.2015 ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილსა და საკრებულოს წევრს ,,ქართული ოცნებიდან" თორნიკე ეგნატაშვილს შორის, საკრებულოს სხდომაზე, სიტყვიერი დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. გამგებელმა რუისელი თანაგუნდელი ხალხის შეცდომაში დაადანაშაულა, რამაც აქცია გამოიწვია. თორნიკე ეგნატაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიული სიით, ქარელის მაჟორიტარი პარლამენტარის ლერი ხაბელოვის მხარდაჭერითაა გასული.
27.06.2015 ,,ატოცის ეკლესიის დაფინანსებაზე რატომ არაფერი წერია?" - ეს კითხვა საკრებულოში ატოცის წარმომადგენელმა იმ დროს დასვა, როდესაც რუის-ურბნისის ეპარქიის სასარგებლოდ, დამატებით, 20 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე, მსჯელობდნენ. სხდომაზე საფინანსო სამსახურის უფროსმა ის ეკლესია-მონასტრები ჩამოთვალა, სადაც წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული 70 ათასი ლარი უკვე აითვისეს.
27.06.2015 კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში, ,,ვაზ 24-10" ავტომანქანის მძღოლმა გიორგი ნატროშვილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და იქვე არსებულ ხრამში ჩავარდა. მძღოლმა სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
27.06.2015 გორის რაიონის სოფელ ბერბუკში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. გამოძიების ვერსიით, ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


