რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ცემით აღიარება - გორის პოლიციაში

21.06.2015 გორის პოლიციის თანამშრომლებს, დაკავებული ამირან მჭედლიშვილისა და თეიმურაზ ირემაძის ახლობლები და ადვოკატი, გამოუძიებელი საქმის გახსნის მოტივით ცემასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Qartli.gE-ს დაკავებულების ახლობლებმა და ადვოკატმა გორის პოლიციის შენობის წინ განუცხადეს. დადასტურდა, რომ პოლიციამ აღიარებითი ჩვენებები  ადვოკატის გარეშე მოიპოვეს.

22:38 / 21.06.2015
მერიაში ნათესაური კომპანია ,,შეაპარეს"

18.06.2015 გორის მერის ნათესავის, როსტომ მიხანაშვილის კომპანიას მასშტაბურ ტენდერში მონაწილეობა 2015 წლის 15 ივნისს მიაღებინეს. სატენდერო კომისიის 10-მა წევრმა, მათ შორის მერმა, მოადგილეებმა და სამსახურის უფროსებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ. თუმცა, საქართველოს საგადახასახო კოდექსის მიხედვით, მთავარ ფიზიკურ (როსტომ მიხანაშვილი) და თანამდებობის (მერი, კომისიის თამჯდომარე ზურაბ ჯირკველიშვილს) პირებს, ერთმანეთთან მეორე რიგის ნათესაობა (სიძე-მოყვარეობა) აკავშირებთ.

01:23 / 19.06.2015
დავეხმაროთ თბილისს - აქცია გორში

18.06.2015 სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის ქუჩებში აქციას თბილისში დაზარალებულებისთვის  მართავენ. 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19 აღწევს, ამ დროისთვის ეძებენ დაკარგულ კიდევ 3 ადამიანს.  სტიქიის დროს შიდა ქართლიდან სოფელ მოხისის მკვიდრი სულხან ნოზაძე (ავტოსამრეცხაოს თანამშრომელი) და სოფელ აღაიანის მკვიდრი ზურაბ მუზაშვილი (მაშველი) დაიღუპნენ.

19:35 / 18.06.2015
ოლიმპიური ცეცხლი გორსა და კასპში - მოკრძალებულად

15.06.2015 დღეს საღამოს  გორის მთავარ მოედანზე, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015-ის“ ჩირაღდანი ოლიმპიური ბრინჯაოს ორგზის პრიზიორმა გიორგი გოგშელიძემ შემოიტანა. ცეცხლს რამდენიმე მეჩირაღდნე მოსდევდა.

 
00:09 / 16.06.2015
შიდა ქართლში ერთი დაბრუნდა, ერთი დაკარგულად ითვლება

15.06.2015 თბილისში მომხდარ წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს შორის, ქარელის რაიონის სოფელ მოხისში მცხოვრებ სულხან ნოზაძეს ეძებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ოთარ ელიაშვილმა განუცხადა.

20:19 / 15.06.2015
შსს: გორელი ტაქსისტი, რომელსაც ეძებდნენ, გამოჩნდა

14.06.2015 გორელი ტაქსისტი, რომელსაც 13 ივნისის ღამის შემდეგ ოჯახს არ დაკავშირებია  და პოლიცია ეძებდა, დღეს დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ის სახლში უვნებელი დაბრუნდა.

17:22 / 14.06.2015
სტალინის ქუჩაზე გველი მოკლეს

13.06.2015 გორის ცენტრში, სტალინის გამზირის ბოლოს, ასფალტზე გველი მოკლეს. სავარაუდოდ, აღნიშნული სახეობის ქვეწარმავალი შხამიან გველებს არ მიეკუთვნება, რადგან ის ქალაქის ცენტრში ნოტიო ამინდების დროს გამოჩნდა და წყლის მოყვარულია.

01:35 / 14.06.2015
რეაბილიტირებულ კანალიზაციაში გამგეობის მანქანა ჩავარდა

13.06.2015 დადიანის ქუჩაზე კანალიზაციის ორმოში გამგეობის თანამშრომლის მანქანა, ხოლო შემდგომ გვიან საღამოს კი, სატვირთო ავტომანქანა ჩავარდა. ამის შესახებ Qartli.gE - ს აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებლებმა განუცხადეს და ფოტომასალაც მიაწოდეს. ნიაღვარმა ორმოები იმ ადგილზე წარმოშვა, სადაც კანალიზაცია გადის და მისი რეაბილიტაცია სულ რამდენიმე თვის წინ განხორციელდა.

00:24 / 14.06.2015
თელიანსა და დოესში ზარალს ითვლიან

13.06.2015 მარწყვის გაყიდვის შემდეგ აღებული თანხით თელიანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბერუაშვილის ოჯახი, ეზოში გაკეთებულ მცირე აუზში, თევზების მომრავლებას გეგმავდა. 2015 წლის 11 ივნისს სტიქიამ - სეტყვამ და ნიაღვარმა - ამის საშუალება მოუსპო. სოფელ დოესში კი მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა. ამ დღეს სტიქია კასპის რაიონში, სწორედ, დოესი-თელიანი-მეტეხის ნაწილში მძვინვარებდა.

00:06 / 14.06.2015
სტიქია ბობნევიდან ატენამდე (VIDEO)

12.06.2015 დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი. თამაზაშვილების ოჯახში ძაღლი თავის ბუნაგით წყალმა გაიტაცა. დანგრეულია ინფრასტრუქტურა. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო. გამგეობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, იუწყება მუნიციპალიტეტის პრესსამსახური.

 
02:07 / 13.06.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.