|
22.03.2015 ამ დროისათვის ქვიშხეთში უკვე აშენებულია 2 ხიდი, მიმდინარეობს 4 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე ხორციელდება მილხიდებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია ქვიშხეთში მდინარე შოლას მონაკვეთებზე გაბიონისა და ბიტონის კედლების ნაპირსამაგრების მოწყობა და კალაპოტის მოწესრიგება. აღნიშნული სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.
22.03.2015 ,,არსებობენ პოპულარული და პროფესიონალი ჟურნალისტები. პროფესიონალი ჟურნალისტი ლაპარაკობს მხოლოდ სიმართლეს, ხოლო პოპულაური ჟურნალისტი ლაპარაკობს ყველაფერს" - ამის შესახებ ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის პროფესიოლ დღესთან დაკავშირებით ადგილობრივ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
22.03.2015 ,,ჩვენ მხოლოდ გადაღებების დროს არ გვახსოვხართ,“ ეს იყო მთავარი გზავნილი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ მიერ მოწყობილ საღამოზე, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის დღეს 21 მარტს მიეძღვნა და რომელსაც შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალისტები ესწრებოდნენ. პოლონეთში მყოფი ორგანიზაციის თავმჯდომარე, მეგი ბიბილური ონლაინ ჩართვით ღონისძიებაში მონაწილეობდა და მედიის წარმომადგენლებს სიურპრიზიც მოუწყო.
21.03.2015 ,,გათიშე კამერა, საიდან ხართ? ნებართვა ვინ მოგცათ? რატომ იღებთ?" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის შტაბთან შეკრებილმა, ახალგაზრდული შტაბის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს ამ სიტყვებით მიმართეს. პარტიის მხარდამჭერები თბილისში აქციაზე წასასვლელად ემზადებოდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეები საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
20.03.2015 მუნიციპალიტეტის გამგებელი მშობლიურ ბრეთის მეურნეობაში
20 მარტს შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ქარელი-ყინწვისი-გვერძინეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარის გზა 6,7 კმ–ზე დაიგება.
20.03.2015 კასპის რაიონის სოფელ ჩოჩეთში საძოვრების დიდი ნაწილი კერძო პირების სარგებლობაშია. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელს სოფლის კრებაზე შესჩივლეს. საძოვრების თემა ადგილობრივმა მკვიდრმა, ერთ-ერთმა ქალბატონმა წამოწია, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავს. მისი თქმით, ამინდების გამოდარებისთანავე ეს საკითხი უფრო გამწვავდება.
20.03.2015 ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარში სოფლის კრებაზე ახალი სასაფლაოს გაკეთება მოითხოვეს. ძველ სასაფლაოზე მიცვალებულებისთვის ადგილი აღარ მოიძებნება. ადგილობრივებმა ,,კორეიას" უბანში ცარიელი ადგილი გამონახეს. ახალ სასაფლაომდე მისასვლელ გზას კი გაფართოება ჭირდება.
20.03.2015 ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემიის სახით გამგეობაში მომუშავე 62 ქალბატონს 7 750 ლარი მისცა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
20.03.2015 ,,ქალაქელები იმიტომ არიან გაბრაზებულები, რომ ქალაქში არაფერი კეთდება და მთავრობა სოფელს აქცევს ყურადღებას" - ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ძლევიჯვარში გამართულ კრებაზე ადგილობრივებთან საუბრისას განაცხადა. ერთ-ერთმა ძლევიჯვარმა უპასუხა: ,,მერე და ჩამოვიდნენ სოფელში, სახლს მე გავუცვლი. მე ისეთი კაცი ვარ, ქალაქშიც ვიცხოვრებ"


