რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
მგელი კორპუსში მოკლეს

10.05.2015 გორის ცენტრში, კორპუსში, პოლიციელებმა მგელი მოკლეს. სტალინის #29-ში მცხოვრებლებმა ის გამთენიისას შეამჩნიეს. ადგილობრივების ვარაუდით ცხოველი ასაკიანი და შიმშილისგან დასუსტებული იყო.

18:10 / 10.05.2015
ვეტერანები - 70 წლის შემდეგ

09.05.2015 კასპი, გორი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

03:17 / 10.05.2015
,,სტალინი მაღლა ასწიეთ" - 9 მაისი გორში

09.05.2015 ორგანიზატორების განცხადებით ქალაქში წითელი დროშებით 80 მანქანა შემოვიდა. მერიას კი სტალინის ძეგლის დადგმის თაობაზე ვადა 2015 წლის 24 ივნისამდე მისცეს.

21:30 / 09.05.2015
,,სპორტის გაკვეთილის შემდეგ წყალი დავლიე და ცუდად გავხდი"

08.05.2015 გორის რაიონის სოფელ კარალეთის საჯარო სკოლიდან, დღეს, 9 მოსწავლე ბავშვთა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს. ექიმები ინტოქსიკაციის მიზეზებს ადგენენ, სკოლის დირექტორი და მასწავლებლები გამომწვევ მიზეზებს შორის წყალს გამორიცხავენ. 

04:40 / 09.05.2015
მუშტი-კრივში მოყვარე და მეუღლე ამოცნობილია

08.05.2015 დღეს გორში, სტალინის ბაღში, ,,თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიერ გამართულ ანტისაოკუპაციო გამოფენას, მუშტი-კრივი მოჰყვა. ერთ-ერთ ორგანიზატორს ონისე გერგედევას ფიზიკური შეურაცხყოფა ნუგზარ ბადაშვილმა მიაყენა. გერგედავამ შემდგომში ხელჩართული ჩხუბი რატი საბანაძესთან გამართა. რატი საბანაძის გარდა, ნუგზარ ბადაშვილს თან გიორგი გოგიჩაიშვილი ახლდა. ვინ არიან ისინი და რა აკავშირებთ ,,ქართულ ოცნებასთან?"

03:12 / 09.05.2015
მკვლელობა ფლავისმანში - დაკავებულია ეჭვმიტანილი

07.05.2015 შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გელა ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

15:25 / 07.05.2015
კასპში მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახლი იხსნება

06.05.2015 კასპში კლინიკა ,,გინიკა+"-ის მხარდაჭერით მოხუცთა და შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახლი იხსნება. დაწესებულებაში მცხოვრები მოხუცებისთვის, როგორც კლინიკოლაბორატორიული კვლევების ჩატარება, ასევე ექიმის მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება. იმუშავებს ფსიქოლოგი.

16:34 / 06.05.2015
ტროტუარებზე და გამგეობის წინ ,,ავტოდგომა" იკრძალება

04.05.2015 გორში, ავტოპარკირების ადგილების გაქირავების მიზნით, ქალაქის საკრებულომ აუქციონის გამოცხადების უფლებას მერიას უკვე მისცა. მერია სააუქციონე დოკუმენტაციას ამზადებს.  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში ერთი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მან  ბიუჯეტში წლიურად 174 000 (ას სამოცდათოთხმეტი ათასი) ლარი უნდა შეიტანოს. იხ..

01:10 / 05.05.2015
გორში მიწების მასშტაბური პრივატიზაცია იგეგმება

30.04.2015 ქალაქ გორში არასასოფლო სამეურნეო დანიშნულები მიწის ნაკვეთების მასშტაბური პრივატიზაცია იგეგმება. ამის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპელიტეტის საკრებულოში უძრავი ქონების პრივატიზების გეგმა დასამტკიცებლად უკვე შევიდა. 55 ადგილზე მიწის ნაკვეთის საწყისი ჯამური ღირებულება 1 მლნ 900 000 ლარია. მიწები აუქციონის წესით გასხვისდება, ხოლო მიღებული შემოსავალი მერიის ბიუჯეტში შევა.

01:56 / 01.05.2015
საბავშვო ბაღების ,,სქემა" - რატომ დატოვეს 250 ბავშვი გარეთ?

30.04.2015 აღსაზრდელთა გარკვეული კონტინგენტი, ვაკანსიის არქონის გამო, ქალაქ გორის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ვერ ჩაირიცხა. სკოლამდელ დაწესებულებებში, რომელიც გორის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება, თბილისში, ჩოხატაურში, ჩხოროწყუში, ასპინძაში, საჩხერეში და ა.შ., საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში რეგისტრირებული ბავშვები ირიცხება.  რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მაგალითად, გორის მე-10 საბავშვო ბაღში თურქეთის და საბერძნეთის მოქალაქე ბავშვებიც ჰყავთ. ქალაქ გორის საბავშვო ბაღებში ჩარიცხულ 3032 ბავშვიდან ქალაქ გორის მკვიდრი მხოლოდ 1880-ია, ხოლო დევნილი - 456 ბავშვი. დანარჩენი 683 ბავშვი კი გორის მიღმაა რეგისტრირებული.

00:25 / 01.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.