20.04.2015 პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ შორენა წიქარიძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აწ უკვე ყოფილ პატრულ-ინსპექტორის, ჯაბა ხუციშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა. სტატია და ვიდეო, რომლის გარშემოც ორთვიანი სასამართლო პროცესები ხმაურიანად მიმდინარეობდა, გამოქვეყნდა 2015 წლის 14 იანვარს და სათაურდება შემდეგნაირად: ,,გენინსპექცია: ,,ეს კაცი ფხიზელია". შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი სასამართლო პროცესზე მოსამართლე შორენა წიქარიძეს დაპირდა, რომ გავრცელებული ცნობების უარყოფის დაკისრების შემთხვევაში სტატია შემდეგი სათაურით გამოქვეყნდებოდა: ,,გენინსპექცია: ,,ეს კაცი არაფხიზელია"
17.04.2015 ,,რატომ ჩვენ არ დაგვირიგეთ? ან ყველასთვის მიგეცათ, ან არავისთვის" - ამ სიტყვებით კასპის რაიონის ტერიტორიაზე ჩასახლებულ დევნილთა ნაწილმა კასპის გამგეობას მას შემდეგ მიაშურა, როდესაც გაიგეს, რომ სააღდგომო საჩუქრები იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა ნაწილს დაურიგეს.
17.04.2015 შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა მედიის და მოქალაქეების ყურადღება მიიქცია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიწოდებულ ერთ-ერთ საჯარიმო ქვითარზე პატრულ-ინსპექტორის ორიგინალური ხელმოწერა ფიქსირდება.
17.04.2015 ,,ბატონო ზაზა, სოფლის მოსახლეობის აზრი რატომ არ იქნა გათვალისწინებული?" - ამის შესახებ სოფელ ფცას მაჟორიტარმა წარმომადგენელმა ქარელის საკრებულოში ლევან მეკერიშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს უთხრა. საქმე სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ეხება, რომლის მიხედვით, სარიტუალო დარბაზის გადაკეთებას მაჟორიტარი დეპუტატი ტენისის და ბილიარდის ოთახად ითხოვს.
17.04.2015 გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ხაშურში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, 1982 წელს დაბადებულ მიხეილ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
15.04.2015 ერთი დღის განმავლობაში, 2015 წლის 14 აპრილს, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციასა და შს განყოფილების თანამშრომლებს 4 ავარიაზე მოუწიათ გასვლა. გორის საავადმყოფოში 11 დაშავებული მიიყვანეს. ერთი პიროვნების გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.
15.04.2015 დაახლოებით საღამოს 21 საათზე კომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა 22 წლის გოგონას დაეჯახა. ის მშვიდობის გამზირზე, ქუჩაზე გადადიოდა. ამ წუთებში ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
13.04.2015 აგარა-ქარელის მონაკვეთი, აღდგომის მეორე დღე და დედაქალაქისკენ მოძრავი კოლონა
13.04.2015 გორის ცენტრალური საავადმყოფოს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა პაციენტის ახლობლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც 18 წლის მოზარდი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში მიიყვანეს. შემთხვევა დღეს 2015 წლის 13 აპრილს საღამოს გორში მოხდა.
13.04.2015 ვარიანიდან მიმავალი ავტომანქანის მძღოლი და მისი მგზავრი ადგილზე დაიღუპნენ. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ახალდაბასთან 2015 წლის 13 აპრილს დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა. მანქანა ჯერ ხეს დაეჯახა. დაღუპულები, რომლებიც გორში ცხოვრობდნენ, პროზექტურაში გადაასვენეს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


