12.04.2015 შიდა ქართლის გუბერნატორი ქრისტიანულ დღესასწაულს მშობლიურ სოფელში შეხვდა. ატენის სიონში სააღდგომო ღამის მსახურებას, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან და გორიდან ასული, უამრავი მორწმუნე დაესწრო. ხეობაში მანქანების გრძელ რიგს და მოძრაობის წესებს გორის შს სამმართველოს პოლიციის თანამშრომლები არეგულირებდნენ.
09.04.2015 პატრიოტთა ალიანსის გორის ორგანიზაციის წევრებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, 9 აპრილის სკვერამდე მსვლელობა გამართეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
09.04.2015 დღეს 9 აპრილის სახელობის სკვერში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
08.04.2015 ,,შეხვედრა საინტერესო იყო, მაგრამ ჩემი დარდი მაქვს" - გვითხრა გორის სამშენებლო ტრესტი #3-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყანჩაველმა იმ დროს, როდესაც გორში ადგილობრივ ბიზნესმენებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართული დახურული შეხვედრა დასრულდა.
08.04.2015 ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების თანახმად, ხაჭო „ქობულეთური“ და „ნატურალ +“ კოლიფორმებით (ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით) აღმოჩნდა დაბინძურებული, ხოლო ხაჭო „ნებიერაში“ გარდა კოლიფორმებისა, ასევე აღმოჩნდა ოქროსფერი სტაფილოკოკი (s.aureus).
დღეს 8 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გორში ელოდებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციის აპარატიდან აცნობეს.
07.04.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი გიორგი (გორდა) შერმადინი 2015 წლის 4 აპრილს რესტორან ,,სპორტკაფეში" დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორდა შერმადინმა ქრთამის სახით ერთ-ერთი კომპანიის მფლობელს 500 ლარი გამოართვა. გორდა შერმადინს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მასთან დაახლოებულმა პირებმა გვითხრეს, რომ კომპანია ,,ბაბას" მფლობელს ივანე კერესელიძეს გორდა შერმადინის მამის ბიჭიკო შერმადინის ვალი ჰქონდა.
07.04.2015 გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მშობლებს შორის წარმოშობილ დავაში პოლიცია ჩაერია, თუმცა ორივე მხარე, სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. საქმე იმაშია, რომ მამის ოჯახში შვილის წასაყვანად მისულ დედას და მის ნათესავებს მცირეწლოვანი ბავშვი არ გაატანეს. დედის მხარე აცხადებს, რომ ირღვევა მშობლის და ბავშვის უფლებები, ხოლო მამის მხარე ამის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებას ითხოვს.
06.04.2015 გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქე მოსმენაზე - ,,ვითარება საოკუპაციო ზოლის გასწვრივ - რა შეიცვალა ბოლო პერიოდში" მომხსენებლებმა ორი მიმართულება განიხილეს. ლია ჩლაჩიძემ, რომელიც რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის - ერგნეთის წარმომადგენელია, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე და ცვლილებებზე ისაუბრა, ხოლო რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა - იმ პრობლემებზე, რომელიც კვლავ მოგვარებას საჭიროებს.
06.04.2015 კასპის საავადმყოფოს ნევროპათოლოგი ნიკოლოზ სამებელაშვილი პაციენტის ელგუჯა ბუდაღაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სამწუხარო შედეგით დამთავრებული მკურნალობა (ინსულტის განვითარება) კასპის საავადმყოფოს მედპერსონალის ბრალეულობას არ წარმოადგენს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


