
02.04.2015 გორში, აღმაშენებლის გამზირზე, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 4 ადამიანი. ერთ-ერთი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის კუთხეს შეეჯახა. ავარიის ამსახველი ფოტო ფეისბუქზე გავრცელდა.
02.04.2015 გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრები გულო გრეგორიანცი აცხადებს, რომ მის ორწლინახევრის შვილიშვილს, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია და მკურნალობა საზღვარგარეთ ესაჭიროება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პროტესტის ნიშნად დატოვებს. ამის შესახებ გამყოფი გაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში მცხოვრებ გრეგორიანცსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის სერვისცენტრის უფროსს შორის კამათი გაიმართა, რომელიც Qartli.gE-მ დააფიქსირა.
02.04.2015 დაბა აგარის მოსახლეობა აგარის ქარხნის ბალანსზე მყოფ კლუბის შენობის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წევრმა ზურაბ ქველაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პრობლემის გადაწყვეტის გაჭინაურებაში მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს ადანაშაულებს.
02.04.2015 დღეს, შიდა ქართლის გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე პროექტის ,,დანერგე მომავალის" განხორციელების ეტაპები განიხილეს, რომლის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა.
02.04.2015 კასპის რაიონის სოფელ მრგვალიჭალაში 1969 წელს დაბადებული ქალბატონი გარდაცვლილი საქონლის სადგომში 30 მარტს ნახეს. გამოძიების პირველადი ვერსიით, ადგილი აქვს თვითმკვლელობას, რადგან ქალბატონი თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.
02.04.2015 ავტომანქანის გატაცების ფაქტზე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს გორის განყოფილების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს.
01.04.2015 ფონდი ,,ქართველი"-ს გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ბაქრაძე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში მოქალაქეობის აღმნიშვნელ გრაფაში ,,ქართველის" ჩაწერას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციამ საქართველოს მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა.
01.04.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი აკაკი ბერიანიძე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაყალბების ფაქტზე 2015 წლის 30 მარტს რესტორან ,,აგურებში" იმ დროს დააკავეს, როდესაც მას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ცნობით, 180 000 ლარი ოფიციანტმა ჩანთით მიუტანა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიორგი იაშვილის თქმით, მისი სპეციალისტის დაკავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არ უკავშირდება.
ლიბერთი კლუბი მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს - ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას, მომხმარებელი საჩუქრად 5 ლარის სასაუბრო დროს მიიღებს. მომხმარებელმა გადახდა უნდა განახორციელოს მინიმუმ 10-ჯერ, 10 ლარის ოდენობით თითოეული გადახდის დროს. ყოველი ასეთი მეათე გადახდის შემდეგ, მომხმარებლის სასაუბრო დრო ავტომატურად შეივსება 5 ლარით.
31.03.2015 კომპანია ,,ტოროს" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგეობის წინადადებით ქალაქის ერთ-ერთ უბანში თავისუფალი ადგილი სამაცივრე მეურნეობის საწარმოებლად არ დაუთმო. ამის შესახებ გადაწყვეტილება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბოლო სხდომაზე, ერთხმად მიიღო. შპს ,,ტორო" 2014 წლის ნოემბრიდან ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში კასპის რაიონის სოფელ წინარეხში მეფრინველეობის მეხორცულ საწარმოს აშენებას შეუდგა.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


