რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
მარეხ ყამბეგაშვილის პირველი თათბირი

23.01.2015 კასპის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში, რაიონის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად, სპეციალისტები დაინიშნა, ხოლო დანარჩენ 6 თემში მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა საჭირო აღარ გახდა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, კასპის მუნციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ 100 მოხელიდან 35 ჩაიჭრა. ტერიტორიული ორგანოში გამგებლის 17 წარმომადგენლიდან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 6-მა შეძლო. 

17:12 / 23.01.2015
ხმაური სხდომაზე - კასპის ბიუჯეტში 1 მლნ 300 ათასი ლარი ნაშთად დარჩა

22.01.2015 კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში ნაშთის სახით 1 მლნ 300 ათასი ლარი დარჩა. ამ საკითხმა საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია. საკრებულოს წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ გამგეობამ არაეფექტურად იმუშავა. გამგებელი და საფინანსო სამსახურის უფროსი ჭარბ შემოსავალზე, ეკონომიაზე და დაზოგილ პრემიებზე აკეთებენ აქცენტს. ,,პირველად კასპის ისტორიაში, ფინანსთა სამინისტრომ კასპი გადახდისუნარიანად აღიარა" - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

01:41 / 23.01.2015
,,მიწა მომეცით იჯარით და ნახეთ, რა გავაკეთო"

22.01.2015 კერძო პირი მამუკა ბაინდურაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, დაუმთავრებელი ,,ნავთობბაზის" ტერიტორიაზე არსებულ, მიწის ფართობის იჯარით გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ იგი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის რაიონის სოფელ უფლისციხის მახლობლად,  ცარიელი ფართის ჩვენების დროს ესაუბრა. მამუკა ბაინდურაშვილმა ბიზნეს-გეგმის მაკეტიც წარმოადგინა. ის ტურისტებისთვის  კემპინგის ტიპის გასაჩერებელ და დასასვენებელი ობიექტის აშენებას აპირებს.

00:23 / 23.01.2015
აშშ-ს მთავრობის დახმარება დევნილთა კოტეჯებში

22.01.2015 კოტეჯურ დასახლებებში მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით,  სანიტარული კვანძების გაუმჯობესების, წყალმომარაგებისა და დრენაჟის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. 5 სოფელში მოხდა გაზიფიცირება, დამატებით, 9 კოტეჯურ დასახლებაში - დამატებით წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, 5 კოტეჯურ დასახლებაში კი გაიწმინდა სანიაღვრე სისტემები და მოეწყო სადრენაჟე არხები. პროექტების განხორციელების შედეგად 3 446 ოჯახის 10 338 იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეს  საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 22 მლნ 976 000 ლარი შეადგინა.

 
22:44 / 22.01.2015
,,ეს ყველას ტრაგედიაა" - გამოხმაურება გორში

2015 წლის 21 იანვარს, გორის თეატრის ეზოში, იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურნენ. სოფელ ყარაფილაში 20 იანვარს მომხდარი აფეთქება საზოგადოების გამოწვევად მიიღეს. გორის თეატრის ეზოში შეკრებილებმა გარდაცვლილის ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომხდარ ფაქტს ხელისუფლება დროულად და ობიექტურად გამოიძიებს.

01:25 / 22.01.2015
,,საფლავზე გუშინ ვიყავი, რატომ მე არ ავფეთქდი?!"

20.01.2015 დღეს, შუადღეს, იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე დამონტაჟებული ნაღმის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ცნობით, აფეთქების ხმა სამჯერ გაისმა. იური ვაზაგაშვილი ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე იმყოფებოდა, რომელიც 2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ,,დინამოს" კორტებთან სპეცრაზმელებმა მოკლეს. შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი ყვავილებს ცვლიდა ხოლმე.

22:32 / 20.01.2015
სასამართლოს მიერ აღდგენილი პედაგოგები მუშაობას შეუდგნენ

20.01.2015 დღეს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში პედაგოგებმა: თეა ნონიკაშვილმა და მერი კაკაშვილმა მუშაობა განაახლეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თეა ნონიკაშვილმა განუცხადა.  სკოლის დირექციამ მოსამართლის გადაწყვეტილება აღასრულა და 2014 წლის 10 სექტემბერს ყოფილი დირექტორის მიერ გათავისუფლებული პედაგოგები სამსახურში დააბრუნა.

14:50 / 20.01.2015
გაზგასამართ სადგურზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

2015 წლის 19 იანვარს, გვიან საღამოს, გორში, გაზგასამართ სადგურზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შუახნის მამაკაცმა, რომელიც ოპელის მარკის ავტომანქანას მართავდა, გარკვეული ხარისხის დამწვრობა მიიღო. ის დაუყოვნებლივ ,,გორმედის" საავადმყოფოში გადაიყვანეს.  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

14:35 / 20.01.2015
,,ვიღაცას შეშა მოუპარია" - პროტესტი თელიანში

18.01.2015 კასპის რაიონის სოფელ თელიანის წარმომადგენელი საკრებულოში ვახტანგ ბეჟიტაშვილი იმ მრავალწლოვანი ხის მოჭრას აპროტესტებს, რომელიც სოფლის ყოფილი სკოლის ეზოში იდგა. ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შემთხვევის ადგილზე მცირე აქცია გამართეს და გარემოს დამცველები გამოიძახეს. 

21:47 / 18.01.2015
რესტორანში ნაცემი საკრებულოს წევრი თანაგუნდელებმა მოინახულეს

17.01.2015 დღეს ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი, გორში, თანაპარტიელი ზურაბ როსებაშვილი მოინახულეს, რომელსაც  2015 წლის 14 იანვარს რესტორან ,,ნაჭარმაგევში" ფიზიკურად გაუსწორდნენ. პარტიის პრესსამსახურის განცხადებით, თავდამსხმელები ყოფილი ნაცმოძრაობის, ახლა უკვე „ქართულ ოცნებაში“ პორტირებული ზონდერების ჯგუფი გახდა. ვიდეოფირზე მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები, აშკარად, ისმის და იკვეთება პოლიტიკური მოტივი.

00:21 / 18.01.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.