რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ჟურნალისტები და მინისტრების პრესსამსახურები ერთად

05.02.2015 ჟურნალისტებისა და მინისტრების პრესსამსახურების ,,ურთიერთობა"  სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის დროს. 

02:34 / 06.02.2015
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მიწის დაკანონება უფასოდ მოხდება

05.02.2015 რუსი სამხედროების მიერ სამი წლის ჯარიაშენელებისთვის მიცემული გაფრთხილება იმის შესახებ, რომ არ განეხორციელებინათ მიწების დამუშავება, წელს მავთულხლართების გაბმით დასრულდა. ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით 2015 წლის 4 თებერვალს გახდა ცნობილი. 

01:22 / 06.02.2015
,,ათ უმაღლესდამთავრებული ტეტიები და თამადები" სოფლებში

05.02.2015 გორის რაიონის საკრებულოს საპროცედურო კომისიის სხდომაზე გამგეობის იურისტის მიერ მომზადებული პროექტი დაიწუნეს. ამის შესახებ დასკვნას კომისიის წევრები ბიუროზე გასაგზავნად უკვე ამზადებენ. გამგეობის იურისტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ამა თუ იმ სოფელში უნდა მოეთხოვებოდეს საშუალო განათლება. ხოლო გვერდით მიყოლებული ჩანაწერი ,,სასურველია უმაღლესი განათლება" კი, სასხვათაშორისოდ, მიიჩნიეს. 

16:58 / 05.02.2015
ხელფასები თუ შვილები - გამგებლის მანქანაში გამართული კამათის შემდეგ

04.02.2015 ბრიფინგი, რომელიც დღეს თავისუფალი დემოკრატების გორის ორგანიზაციის ლიდერებმა ჩაატარეს,  მუნიციპალიტეტის გამგებლის მანქანაში 3 თებერვალს მომხდარ კამათს უკავშირდება. საკრებულოს წევრი ხათუნა ხათაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი მას, ცილისწამებისთვის, პროკურატურაში ჩივილით დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა. ონიაშვილი ამბობს, რომ ხათუნა ხათაშვილის ბრიფინგების უკან, შვილების დასაქმების საკითხები დგას.

02:57 / 05.02.2015
,,ფინკა"-ბანკის ფილიალის გახსნა გორში

2015 წლის 4 თებერვალს გორში ფინკა ბანკის ახალი სერვის ცენტრის ოფიციალური გახსნა გაიმართა. რიგით მეორე, ახალი სერვის ცენტრის გახსნას ადგილობრივი მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

01:06 / 05.02.2015
,,ფარული ქურდი" მეჯვრისხევის სკოლაში

04.02.2015 ,,იყო გამოძახება სკოლიდან, რომ  ჩანთიდან დირექტორმა 20 ლარიანი დაკარგა. ადგილზე მეჯვრისხევის განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ. სკოლის დირექტორმა განუცხადა პოლიციელებს, რომ შეცდა. ფული საფულეს ნაცვლად წიგნაკში უპოვია; სკოლის დირექტორმა პოლიციის წარმომადგენლებს ისიც უთხრა, რომ 20 ლარიანის სხვაგან შენახვის ფაქტი აღარ ახსოვდა.. შესაბამისად, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები მხარეებთან მხოლოდ ახსნა-განმარტებებით შემოიფარგლნენ და წინასწარი გამოძიება აღარც დაიწყეს" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურმა მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში გასულ კვირას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

22:24 / 04.02.2015
ტირიფონის ქვესადგურს ხანძარი გაუჩნდა

03.2015 დღეს, საღამოს, გორის რაიონის სოფელ ქვეშთან, ტირიფონის ქვესადგურს ხანძარი გაუჩნდა. ამის შესახებ გამოძახება სახანძრო სამსახურის ეკიპაჟმა დაახლოებით 20:00 სთ-ზე მიიღო. ხანძარი ჩააქრეს, თუმცა სამი სოფელი - ძევერა, ქიწნისი და სათემო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

02:22 / 04.02.2015
უბედური შემთხვევა ქარელის რაიონში

03.02.2015 სოფელ დირბიდან პოლიციის პიკაპით ქარელის საავადმყოფოში გადაყვანილი 8 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედპერსონალის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას ბავშვის გარდაცვალების ფაქტი უკვე დამდგარი იყო. უბედური შემთხვევა 2015 წლის 2 თებერვალს დილით მოხდა.

01:36 / 04.02.2015
,,საიდან მოგდის მახინჯი აზრები?!" - დაპირისპირება გორში

03.02.2015 ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელს კობა ბერიანიძესა და ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელს შორის დაპირისპირება იმ ერთმა განცხადებამ გამოიწვია, რომელიც გორის თემის საკრებულოში, კომისიის სხდომაზე მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელმა დღეს გააკეთა.  

23:47 / 03.02.2015
კავთისხევში 18 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

02.02.2015 ,,მთელი სოფელი გაოგნებულია, ძალიან კარგი, ზრდილობიანი და წესიერი ბავშვი იყო" - განაცხადა სოფელ კავთისხევში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა მიხეილ კელაპტრიშვილმა. მისი თქმით, 18 წლის მოზარდი გარდაცვლილი, სახლის ეზოში მდგარ, განათების ბოძზე ნახეს.

21:59 / 02.02.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.