რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ქალაქის საკრებულოში ფრაქცია ,,რესპუბლიკელები - თავისუფალი დემოკრატები" ისევ არსებობს

16.01.2015 ქალაქ გორის მერიასა და საკრებულოში საჯარო მოხელის ოცი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად მორიგი კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, ახალ შტატებში ფრაქციებისთვის თითო სპეციალისტის დამატება შედის.

16:53 / 16.01.2015
,,ბურჯანაძის დედა..." - საკრებულოს წევრები რესტორანში

15.01.2015 ძველით ახალი წლის აღსანიშნავად რესტორან ,,ნაჭარმაგევში" გორის საკრებულოს წევრების მიერ გამართული სუფრა ჩხუბით დასრულდა. ამის ამსახველი ვიდეო მასალა ადგილობრივმა ტელევიზიამ, თრიალეთმა გაავრცელა. ვიდეოში ,,ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელი ზურაბ როსებაშვილი ჩანს. ვიდეო-კადრების მიხედვით,  ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ზურაბ როსებაშვილს იცავს.

03:07 / 16.01.2015
,,პოლიციაში შვილები მომიყვანეს, იცოდე, ამათ დავიჭერთო"

15.01.2015 ,,დაახლოებით 8 პოლიციელი იყო, დილის საათებში მოვიდნენ, სახლი უნდა შევამოწმოთო. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია. მაჩვენეს რაღაც ნივთიერებები და წამიყვანეს ხიდისთავის განყოფილებაში. ჩემი სამი შვილიც წამოუყვანიათ, მე სამმართველოში ვნახე ისინი. ერთ-ერთმა მითხრა, თუ არ აღიარებ, რომ ეს შენი ნივთებია, მაშინ ამ შენ შვილებს დავიჭერო. მოვიქეცი ისე, როგორც მამა... მომიტანეთ ფურცელი, მიკარნახეთ და როგორც გინდათ, ისე დავწერ-მეთქი" - ეს ამბავი 6 შვილის მამას, 40 წლამდე ასაკის ხვიჩა სირანაშვილს 2015 წლის 10 იანვარს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის შს განყოფილებაში შეემთხვა. 

23:57 / 15.01.2015
ძველით ახალი წელი სოფლებში

14.01.2015 ძველით ახალ წელს, ძირითადად, სოფლებში აღნიშნავენ.

03:09 / 15.01.2015
ანონსი: ,,პროკურატურის ეზო"

ანონსი: მალე შიდა ქართლის საინფომაციო ცენტრი შემოგთავაზებთ ჟურნალისტურ გამოძიებას - ,,პროკურატურის ეზო".  2013 წლის შემოდგომაზე მიწას, სადაც სტადიონია აშენებული, მეპატრონე გამოუჩნდა. ის გორის მერიას სტადიონის დანგრევას კატეგორიულად სთხოვს. ვინაა მეპატრონე, როდის იყიდა მიწა, ვინ გაყიდა, რატომ, ამის შესახებ დოკუმენტურ მასალებს, ინტერვიუებს და სხვა ინფორმაციას 14 იანვარს ჟურნალისტური გამოძიებიდან შეიტყობთ.

03:03 / 14.01.2015
ესპანური კომპანიის ფარული ინტერესები გორის სათბურში

12.01.2015 დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს, ,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახა ტოლიაშვილის ჩატარებული ბრიფინგი ჟურნალისტებისთვის გამოცანად დარჩა: ,,ბატონო კახა, ბოლობოლო რა არის თქვენი მოთხოვნა და ვინაა ადრესატი?" - ჰკითხეს თითქმის 20 წუთიანი ბრიფინგის შემდეგ ტელევიზიის ჟურნალისტებმა.

00:38 / 13.01.2015
,,ჩვენც მოგვხედეთ" - ქვემო არცეველების პროტესტი

09.01.2015 გორის რაიონის სოფელ ქვემო არცევის მოსახლეობის ნაწილმა მუნიციპალიტეტის გამგებელს იმ დახმარებების გაცემის მოთხოვნით მიმართეს, რომელსაც მიმდინარე ზამთარს ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებნი საქართველოს მთავრობისგან სარგებლობენ. ამის შესახებ ქვემო არცეველებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს მასთან გამართულ შეხვედრაზე პირადად განუცხადეს. 

00:09 / 10.01.2015
სასულიერო პირის მანქანას თავს დაესხნენ

,,ეს ის პიროვნებაა, რომელიც მამამისთან ერთად დიდი ხანია მიწებთან დაკავშირებით ჩემს დევნას ახორციელებს.

03:35 / 09.01.2015
მარლენ ნადირაძე გამგებლის პროექტს ლობირებს

08.01.2015 გორის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ყვირილი იმ დროს შეწყდა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი შევიდა. საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა საკითხი უმალ კენჭისყრაზე დააყენა და გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის პროექტი გამომგზავნს უკან დაუბრუნდა. ბიუროს სხდომაზე ხმაურს საკრებულოს რიგგარეშე წევრი მარლენ ნადირაძეც იწვევდა.

01:11 / 09.01.2015
ენერგეტიკის მინისტრი და ყარაფილელები

06.01.2015 ალექსანდრე ტეხაშვილის ოჯახში  დღეს ბუნებრივი აირის გაზქურა აინთო. მისი შვილი ქართლოსი და მეუღლე ლალი სტუმრებს მასპინძლობდნენ. ალექსანდრე (ალიოშა) ტეხაშვილი 42 წელია სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ქართველებისა და ოსების საპატივსაცემოდ შვილს ქართლოსი დაარქვა. ის ადგილობრივებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

01:52 / 07.01.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.