29.01.2015 პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, გორში, სამი მოქალაქე სასამართლომ 300-300 ლარით დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, პოლიციელმა მძღოლს ალკოტესტზე შემოწმება მოსთხოვა. მძღოლმა კი ჩაბერვის ნაცვლად, ,,ჩააფურთხა".
28.01.2015 თვითმმართველი ქალაქის - გორის მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბების შემდეგ მგზავრთა რეგულარული გადაყვანის და მასზე ნებართვების გაცემის უფლება მერიას მიენიჭა. ამის შესახებ ქალაქის თვითმმართველობამ დადგენილების პროექტი უკვე მოამზადა. პროექტის მიხედვით, საქალაქო რეგულარული გადაყვანა მხოლოდ ნებართვის საფუძველზე განხორციელდება - რეგისტირებულ იურიდიულ, ფიზიკურ პირთა ან კიდევ ინდმეწარმეების მიერ.
28.01.2015 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 მლნ ლარამდე გორში 8 პროექტი დამტკიცდა. გამოყოფილი თანხებიდან 111 900 ლარი კი, პროექტის შესადგენად, გამოიყო. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიამ განმარტებითი ბარათი საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად უკვე მოამზადა. ეს ის პროექტებია, რომელზეც გორის მერმა შიდა ქართლის გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
28.01.2015 დღეის მდგომარეობით გორის საჯარო ბიბლიოთეკით სულ 30 925 - მა მკითხველმა ისარგებლა. ამის შესახებ იმ ანგარიშში წერია, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნანა აბრამიძემ ქალაქის მერიას 26 იანვარს წარუდგინა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ბიბლიოთეკაში ახალი მკითხველების რაოდენობა - 5 857-ია.
26.01.2015 გორის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის განათების ბოძი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა, უკვე, მეოთხედ ,,დალაშქრა". ბოლო ფაქტი დღეს 26 იანვარს 18:30 წუთზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა პატრულის თანამშრომლებმა ყურადღება, უფრო მეტად, კამერებით მომარჯვებულ მოქალაქეებზე გაამახვილეს.
26.01.2015 გორში მცხოვრები, ომის ვეტერანი იოსებ ხერხეულიძე დილიდან ადმინისტრაციული შენობის წინ შიმშილობის აქციას ატარებს. მას გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ნინო წეწვაძე შეხვდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოშიმშილესა და ადმინისტრაციის უფროსის საუბარი ჩაიწერა.
26.01.2015 შიდა ქართლის ,,ტრაქტორისტები" საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადყოფნაში არიან. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ლომსაძის მიერ საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრას შპს ,,მექანიზატორის" ხელმძღვანელიც ესწრებოდა. აქვე მცირე კონტრაქტორი ფირმების წარმომადგენლებიც იყვნენ. მცირე კონტრაქტორებს სხვადასხვა სოფლებში კერძო ტრაქტორისტებისგან შემდგარი ჯგუფები წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ შპს ,,მექანიზატორს" დამხმარედ ჰყავს დაქირავებული.
24.01.2015 გორის სასამართლოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს აქციას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდნენ. სასამართლოებმა ამპანიისთვის 3 მთავარი გზავნილი შეარჩია: • იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით
• გამოიჩინე სიფრთხილე • C ჰეპატიტი დაძლევადია.
24.01.2015 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ლოთუაშვილმა და მისმა თანამშრომლებმა ხაშურის რაიონის სოფელ ბიჯნისში მცხოვრებ არსენ მეტრეველის რვაშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს. შემდეგ კი გორში, სადგურის დასახლებაში, თენგიზ ჭოჭელის ასევე სოციალურად დაუცველ, ოთხშვილიან ოჯახს ეწვივნენ, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტკბილეული და საკვები პროდუქტები მიუტანეს.
24.01.2015 დღეს ოთინაშვილების ოჯახს, იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესაბამისი დოკუმენტაცია გაუფორმეს. ამის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ვერხვების დასახლების წრმუნებულთან იოსებ ობოლაშვილთან ერთად, ქალაქ გორში ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მივიდნენ.


