რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
რა პრობლემებს ,,ლობირებენ" ქარელი-ხაშურის გამგებლები

29.12.2014 შიდა ქართლის გუბერნატორის თავმჯდომარეობით შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებმა ის პროექტები წარადგინეს, რომლის დაფინანსებას რეგიონალური განვითარების ფონდის თანხებით ცდილობენ. შემაჯამებელ სხდომაზე ყველაზე მაღალ ,,რეიტინგული" საკითხები განიხილეს. სარეიტინგო ქულები საერთაშორისო ორგანიზაცია ,,GIZ"-ის სტანდარტებით შედგა. რეგიონალური განვითარების ფონდი თითო რაიონში იმ პროექტს დააფინანსებს, რომლის რეიტინგი 100 ბალიან სისტემაში ყველაზე მაღალი იქნება.

23:00 / 29.12.2014
სკოლის კარნავალი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

29.12.2014 გორის მესამე საჯარო სკოლაში, 28 დეკემბერს, საახალწლო კარნავალი ინციდენტით დასრულდა. მოზარდებს შორის ატეხილი ჩხუბი დაუპატიჟებელ სტუმრებს ბრალდება. გვიან საღამოს, საპატრულო ეკიპაჟის მისვლამდე, ამილახვრის ქუჩაზე, მათ გაშველებას  ადგილობრივი მცხოვრებნი ცდილობდნენ.

20:30 / 29.12.2014
ქარელის ნაძვის ხე - 2014

29.12.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ 2015 წელს ორიგინალურად ხვდება. საახალწლოდ ადმინისტრაციულ შენობის წინ მდგარი ბუნებრივი ნაძვის ხე  მორთეს. კულტურის სამსახურის უფროსის ვასილ ბაქრაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხელოვნური, ძვირადღირებული ნაძვის ხის შეძენის საშუალება არ არის.

20:10 / 29.12.2014
ბრეზენტით გადახურულ სახურავს ათოვს

26.12.2014 ქარელის რაიონის სოფელ დირბში მცხოვრებ ზურაბ ლოქაბიძის სახლს ბრეზენტი მას შემდეგ გადააფარეს, როდესაც 2014 წლის ოქტომბერში თუნუქის სახურავი ძლიერმა ქარმა გადახადა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი დარწმუნებულია, რომ რკინის თუნუქი სტიქიას არ დაუზიანებია. ზურაბ ლოქაბიძის განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კომისია მხოლოდ გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციას ეყრდნობა.

02:36 / 27.12.2014
ქარელში ჟურნალისტს აშანტაჟებენ

26.12.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები, რომლებიც კოალიცია ,,ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერები არიან, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს გაფრთხილებას აძლევენ. ,,ეს გაფრთხილებაა....მე ვიცი რა ფერებიც ხართ, მაგრამ ხომ არ ვიტყვი" - უთხრა ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელმა ქარელის რაიონში ნინო მარჯანიძემ ჟურნალისტს.

00:51 / 27.12.2014
,,იქნებ დაინტერესდეს ამ საკითხით ჩვენი რაიონის პარლამენტარი"

25.12.2014 ზარალის შემსწავლელმა კომისიამ დაახლოებით 800 ათასი ლარის ზიანი იმ სოფლების მოსახლეობას დაუდგინა, რომელთაც 2014 წლის ზაფხულში  სეტყვამ ორჯერ ,,გადაუარა".  2014 წლის 24 დეკემბერს, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თეზის, ოკამის, სასირეთის, თელიანის, გრაკალის და ა.შ. სოფლების წარმომადგენლებმა ამ თანხის გასტუმრების  დაჩქარება მოითხოვეს. 

16:26 / 25.12.2014
მზადება მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს წევრობისთვის

24.12.2014 დემოკრატიული ჩართულობის გორის ცენტრში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის პირველი შეკრება გაიმართა. სტუდენტებს სურვილი აქვთ, რომ  გორის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდულ საბჭოს წევრები გახდნენ. ისინი საბჭოს წევრობისთვის ემზადებიან, კვალიფიკაციას იძენენ და  პრიორიტეტებზე მსჯელობენ. ახალგაზრდული საბჭოს ჩამოყალიბება მარტში იგეგმება, იმის შემდეგ, რაც მერები ამ ახალგაზრდებს და მათ მიერ დამუშავებულ საკითხებს გაეცნობიან. თუმცა, არსებობს მერების წინასწარი თანხმობა ახალგაზრდებთან თანამშრომლობის შესახებ. 

 

00:39 / 25.12.2014
ჯერ-ჯერობით უცნობი პირები გორში კერძო კორპუსების მშენებლობის ნებართვას ითხოვენ

24.12.2014 გორის მერიას, ჯერ-ჯერობით, მედიისთვის უცნობმა პირებმა, კერძო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თხოვნით მიმართეს. ეს თხოვნა ჯერ-ჯერობით არ დაკმაყოფილდა, რადგან ქალაქის განვითარების გეგმა არ არსებობს და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა არ დაგეგმილა. ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა ზურაბ როსებაშვილმა განაცხადა. როსებაშვილმა ჩათვალა, რომ ქალაქის ხელისუფლება კერძო მშენებლობის ინიციატივებს აფერხებს. 

01:34 / 25.12.2014
მხოლოდ გოგონები - წარჩინებული კასპელი მოსწავლეები

24.12.2014 კასპის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც სასწავლო კურსი 2014 წელს დაამთავრეს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მედლები და საჩუქრები გადასცეს. აღმოჩნდა, რომ ვერცხლის მედალოსან 5 მოსწავლეს შორის, 4 მოსწალე სოფელ დოესიდანაა. ყველა მედალოსანი გოგონაა.

18:17 / 24.12.2014
,,გვარს არ დავასახელებ"

24.12.2014 კასპის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში (საბიბლიოთეკო, სპორტულ თუ ტურისტულ არასამეწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირებში) მეზობელი რაიონების აქტივისტებს ასაქმებენ. ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რობერტ კავთიაშვილმა და მიხეილ ბექაურმა განაცხადეს. ,,რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ხათუნა თათანაშვილმა მათ კონკრეტული გვარების და სახელების დასახელება მოსთხოვა.

18:04 / 24.12.2014
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.