რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
როგორია სოფლის თანამედროვე კანტორა

10.12.2014 სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში, რომელიც 9 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა,   ადგილობრივ მოსახლეობას,  სოფლიდან გაუსვლელად, საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება ექნება. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ ქალაქში წასვლა აღარ მოუწევთ.

18:59 / 10.12.2014
ავარია ზერტის გადასახვევთან

10.12.2014 სოფელ ზერტის გადასახვევთან, დღეს, 10 დეკემბერს მომხდარი ავარიის გამო, ორი პიროვნება საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გულმკერდის არეში, ხოლო მისი მგზავრი ფეხის არეში ტკივილებს გრძნობდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო მანქანები მოსახვევთან შეეჯახნენ.

17:55 / 10.12.2014
გორის მომსახურების სააგენტოში რიგები არ წყდება

09.12.2014 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების გორის სააგენტოში თეორიული გამოცდის ჩაბარების მსურველთა ნაკადი არ წყდება. ხალხმრავლობის მიზეზი კი 15 დეკემბრიდან ახალი 3D ბილეთების შემოღებაა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბილეთების შინაარსის არგართულებასთან დაკავშირებით, განცხადება არაერთხელ გააკეთა, მოქალაქეები გამოცდების ჩაბარებას მაინც ჩქარობენ.

01:20 / 10.12.2014
გამგებელი ირწმუნება, რომ სკვერს სოფლის თავკაცები საკუთარი სახსრებით აკეთებენ

09.12.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში სკვერების მშენებლობას კერძო პირები ახორციელებენ. სინამდვილეში კი, 2014 წლის 1 მარტის კრების მიხედვით,  სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს. ამის შესახებ დავა საკრებულოს დეკემბრის სხდომაზე ჰქონდათ.

17:09 / 09.12.2014
წყლის სინჯები შიდა ქართლში

საინფორმაციო ცენტრების ქსელი რეგიონების მიხედვით აგრძელებს ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას, ლაბორატორიული კვლევის შედეგად რეგიონის რომელ სოფლებში აღმოჩნდა სასმელი წყალი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული.  ამის შესახებ ინფორმაციაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

15:49 / 09.12.2014
რატომ შემცირდა კერძო პირების შემოსავლებიდან გადახდები გორის ბიუჯეტში

08.12.2014 გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სამი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს  უკვე წარუდგინა. მართალია ანგარიში ცნობად მიიღეს და საკრებულოს სხდომაზე კითხვების გარეშე დაამტკიცეს, მაგრამ ბიუროს სხდომაზე მის შესახებ შემოსავლის ნაწილში ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა ზურაბ როსებაშვილმა პრეტენზიები მაინც გამოთქვა. ოპოზიციის წევრი დაინტერესდა, თუ რატომ შემცირდა კერძო პირების შემოსავლებიდან გადასახადები. როსებაშვილს ეჭვი აქვს, რომ მოქალაქეებს შემოსავლები შეუმცირდა.

01:31 / 09.12.2014
,,საპატიო მოქალაქე" ,,საპატიო გორელის" ნაცვლად - დებატები ბიუროს სხდომაზე

08.12.2014 გორის მერიას ,,საპატიო წოდების მინიჭების შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანა, ხოლო საპატიო წოდებებში ტერმინის, გორის საპატიო მოქალაქის დატოვება მოუწევს მხოლოდ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის საკრებულოს ბიუროს წევრებმა ერთხმად მიიღეს.

22:57 / 08.12.2014
ტრაგედია გორში - წლინახევრის ბავშვს საკვები სასულე მილში გადასცდა

08.12.2014 გორის საავადმყოფოში მიყვანილი წლინახევრის ბავშვი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის პაატა ხარაბაძის განცხადებით, მცირეწლოვანი ბავშვი, ტრაქეაში საკვების ნარჩენის მოხვედრის შედეგად, გარდაიცვალა. ბავშვს სასულე მილში ვაშლის ნაჭერი გადასცდა.

21:12 / 08.12.2014
ქარელის საკრებულოში საახალწლო პრემიების აღებას 2015 წლის ბიუჯეტიდან აპირებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის საპრემიო ფონდი, ჯერ კიდევ, 2014 წლის ივნისში დაიცალა. შესაბამისად, 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე დაკომპლექტებულ ახალი საკრებულოს წევრებს პრემიების აღების შესაძლებლობა მოესპო. ამის შესახებ საკრებულოს წევრები სწუხან, ხოლო წლის ბოლოს მისით სარგებლობის გზებიც მოძებნეს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის სპარტაკ ეკალაძის განცხადებით, დაცარიელებული სახელფასო და საპრემიო ფონდის შევსების მიზნით,  2015 წლის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული თანხების 1/12-ს გამოიყენებენ. საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით კი, ამ თანხების გამოყენება იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუკი 2015 წლის მარტამდე ქარელის ბიუჯეტი ვერ დამტკიცდება.

17:26 / 08.12.2014
საახალწლო პრემიები გორის საკრებულოში და ,,შემცირებულ-გაზრდილი" თანხების მოძრაობა

2014 წლის 5 დეკემბერს გორის საკრებულოს სხდომაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტი შემორჩენილი, შემცირებული თუ გაზრდილი თანხზების მოძრაობის შესახებ, განმარტებითი ბარათის სახით ინფორმაცია წარადგინეს. აღნიშნული განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქალაქ გორის საკრებულოს საპრემიო ფონდი 18 ათას 700 ლარით გაიზარდა. ეს თანხა საკრებულოს წევრებმა ,,სხვა ხარჯებიდან" მოხსნეს და ,,სახელფასო" მუხლში გადაიტანეს.

15:53 / 08.12.2014
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.