ერეკლეს აბანო, ახალი საცურაო აუზი, ახალი სპორტული ცენტრი, მერის სათათბირო, სოციალურად დაუცველთა 500 ლარიანი დახმარება, დისტანციური სწავლება საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან... ეს ის ჩამონათვალია, რომელიც გორის მერსა და გორის უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ისაუბრეს. როგორც გაირკვა, საქართველოს სპორტის სამინისტროს ქალაქის ტერიტორიაზე 3 ჰა-ზე მეტი მიწის ფართი გადაეცემა, სადაც აუზი და ორდარბაზიანი, 3 000 ადგილიანი სპორტული კომპლექსი აშენდება. ეს მიწა მას შემდეგ გამოიძებნება, როდესაც ქალაქის და რაიონის ზუსტი საზღვრები დადგინდება, რომლის სადემარკაციო სამუშაოებისთვის ორივე უწყება უკვე მუშაობს.
18.11.2014 კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მკვიდრი, 75 წლის დიმიტრი ანანიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა განუცხადა. ფაქტი დღეს დილით 9 საათზე მოხდა.
18.11.2014 სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას აგრძელებს. სარწყავი სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის გ-1-4 გამანაწილებელი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერა.
18 ნოემბერს, 15:00 საათზე , ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი , ქალაქ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრა ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მცირე დარბაზში ჩატარდება, სადაც „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნების" შესახებაც იქნება საუბარი.
17.11.2014 კასპის საკრებულოს სხდომაზე დებატები გაიმართა იმის შესახებ, არჩეულია თუ დანიშნულია საკრებულოს თავმჯდომარე?!; მუნიციპალიტეტის გამგებლის ,,დისკრეციული" უფლება ნიშნავს თუ არა ,,დისკრედიტაციას"?; ხოლო დეპუტატების დღის წესრიგში ზოგგან ,,მოვლა", ზოგგან კი ,,მომავალი" რატო წერია?!
17.11.2014 მარიამ გულისაშვილი (გამგებლის წარმომადგენელი ბრეძის ტერიტორიულ ორგანოში); ზვიად გოგიჩაშვილი (გამგებლის წარმომადგენელი ქარელის ტერიტორიულ ერთეულში); ჯუმბერ შუბითიძე (ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე); გიორგი გოგაშვილი (გამგებლის წარმომადგენელი დირბის ტერიტორიულ ორგანოში); ალექსანდრე გზირიშვილი (საკრებულოს წევრი კასპის მაჟორიტარული ოლქიდან); ილია ზაქარიაძე (კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" რიგების დატოვების მიზეზებზე საუბრობენ.
,,იმიტომ, რომ ესენი არიან საჯარო მოხელეები" - პასუხობს ნათია გოჩაშვილი (პარტიის ქარელის ორგანიზაციის თავმჯდომარე").
15.11.2014 გორში, ჯორბენაძისა და იოსების ქუჩების გადაკვეთაზე, ლეკვების გამო, გზის სამუშაოების პროექტის დეტალები შეიცვალა. სამშენებლო ნარჩენებისგან ამოვსებულ თხრილში ლეკვები აღმოაჩინეს. სამშენებლო კომპანია ,,ვერელი +"-ის მუშები ამბობენ, რომ დედა ძაღლმა თხრილის შესასვლელი მიწისგან თავად გაათავისუფლა.
აქ ყველა ერთმანეთის ნათესავია. რევაზ გაგლოშვილის მეუღლე სოფლის დეპუტატის მურად თოფჩიშვილის ბიძაშვილია.
13.11.2014 მდინარე ტანას ხეობა ბოშურისკენ მიმავალი გზა
ქალაქ გორის მერიასა და საკრებულოში გამოცხადებულ კონკურსში, ტესტირების მეორე ეტაპზე, 337 მოქალაქე მიიღებს მონაწილეობს. სულ 102 ვაკანსიაა გამოცხადებული. აპლიკაციების მიღებისას კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა თავდაპირველად 723-ს შეადგენდა, რომლებსაც პირველ ეტაპზე 1570 განაცხადი ჰქონდათ გაკეთებული. თითო კანდიდატმა, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე ვაკანსია მიუთითა. გადარჩევის შემდეგ, არასწორად შედგენილი განაცხადების ავტორების რაოდენობამ 386 შეადგინა. ჯამში, მერიასა და საკრებულოში 337 მოქალაქის მიერ შევსებული განაცხადების რაოდენობა 965-მდე დავიდა.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


