რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,რა ვქნათ" - ომში დაღუპულთა დედების საკითხი

28.11.2014 გორის თემის საკრებულოს წევრმა ხათუნა ხათაშვილმა 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტის პროექტში გარკვეული თანხის გათვალისწინება, ომში დაღუპულ გმირების დედების საპატივსაცემოდ, მოითხოვა. ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა განცხადება, რაიონის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის დავით ჩიხრაძის მიერ საკრებულოს წინაშე წარდგენილი პროექტის განხილვისას, გააკეთა.

02:00 / 29.11.2014
გორის უნივერსიტეტში მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით ,,განათლება, ეკონომიკა და მდგრადი განვითარება" მასპინძლობს. ღონისძიება ორი დღე,  2014 წლის 28-29 ნოემბერი, გრძელდება, სადაც მუშაობა 14 სექციაში მიმდინარეობს.


23:32 / 28.11.2014
უფლებადამცველების დაჯილდოება გორში

2014 წლის 28 ნოემბერს, გორში, ქალთა უფლებების დაცვაში გაწეული ღვაწლისთვის უფლებადამცველები დააჯილდოვეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაცია ,,ქალი და განვითარების" ორგანიზებით და ინიციატივით მოეწყო. დიპლომები ნომინანტებს უშუალოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფატი ბუხრიკიძემ გადასცა. 

22:56 / 28.11.2014
შემთხვევა გორის ცენტრალურ მოედანზე

28.11.2014 დღეს გორის ცენტრალურ მოედანზე შუა ხნის მანდილოსანი ცუდად გახდა და მოულოდნელად ძირს დაეცა. ხალხმრავლობის და პატრულის ეკიპაჟების მობილიზების გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობაც შეიზღუდა. ადგილზე გამოცხადებული სასწრაფოს ექიმების თქმით, სავარაუდოდ, ეპილეფსიის მოულოდნელ განვითარებასთან ჰქონდათ საქმე.

21:48 / 28.11.2014
ხიდისთავის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგების პროცესი დაიწყო

2014 წლის 4 დეკემბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა წიქარიძე ხიდისთავის საჯარო სკოლიდან გაშვებული პედაგოგების - თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის საქმეზე, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მანამდე, 2014 წლის 28 ნოემბერს მოსამართლემ მხარეებს  მოუსმინა. თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის მოპირდაპირე მხარეს სკოლის ყოფილი და მოქმედი დირექტორები, ასევე რესურსცენტრის იურისტი წარმოადგენდნენ.

20:13 / 28.11.2014
,,გარეგანათების ჯერია" - ატოცში, კოდასა და აბანოში გაზიფიცირება დასრულდა

28.11.2014 ქარელის რაიონის სოფლებში - ატოცში, კოდასა და აბანოში გაზიფიცირება დასრულდა. ამის შესახებ სოფელ ბრეძის თემში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მარიამ გულისაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ელექტროენერგიის უზრუნველყოფის მიზნით გამრიცხველიანებაც დასრულდა. ,,დადგა დრო, რომ გარეგანათებაზეც ვიფიქრობთ" - ამბობს მარიამ გულისაშვილი.

16:41 / 28.11.2014
108 რეაბილიტირებული სახლი ერგნეთში - დანიის საბჭო სოფელში მუშაობას აპრილამდე გააგრძელებს

28.11.2014 დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ სოფელ ერგნეთში უკვე 108 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო აშენდა სამი ახალი სახლი. აღნიშნული პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ფინანდება და 2015 წლის აპრილში სრულდება.

 

 

16:29 / 28.11.2014
ამბულატორიებში ახალშობილთათვის ვაქცინები მოამარაგეს

27.11.2014  ახალშობილ ბავშვთა ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირების მიზნით სოფლის მოქმედ ამბულატორიებში ფილტვების ანთების (პნევმონიის) საწინააღმდეგო ვაქცინები დარიგდა.  ამის შესახებ  ქარელის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ფარეხელაშვილმა განაცხადა. 

17:42 / 27.11.2014
ქარელში სოციალურად დაუცველებს შეშა დაურიგდებათ

27.11.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 25 ათასს არ აღემატება, შეშას მიიღებენ. ამის შესახებ გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა საკუთარ წარმომადგენლებს დავალებები უკვე მისცა. გულიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს 500 კბ.მ შეშა აქვს დასაწყობებული.

17:27 / 27.11.2014
კასპში მეტეოროლოგიური სადგური შენდება

27.11.2014 კასპის მუნიციპალიტეტს საკუთარი მეტეოროლოგიური სადგური ექნება. ქალაქში უკვე მიმდინარეობს მეტეოროლოგიური ცენტრის მოწყობის სამუშაოები.

16:25 / 27.11.2014
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.