რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორის პროკურორები მოულოდნელად პროცესებზე შეამოწმეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორი წარმომადგენელი, მოულოდნელად, გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა და რეგიონალური თანამშრომლების შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ გორის პროკურორებმა წინასწარ  არ იცოდნენ. მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, რომ სასამართლოში მთავარი პროკურატურიდან ,,გენ-ინსპექციის" თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

01:24 / 22.11.2014
პროტესტი ურბნისის საჯარო სკოლაში და სოფლის დეპუტატის ,,ინტერესი"


ქარელის რაიონის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს წევრების უმრავლესობამ დირექტორის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი მარინა ნადირაშვილი არ აირჩია. 8 წევრიან საბჭოში მას 4 - მა წევრმა არ მისცა ხმა. ნადირაშვილი სკოლის დირექტორად 2007 წლიდან მუშაობს. კანონმდებლობის მიხედვით, სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარადგენს.

23:14 / 21.11.2014
მზადება გიორგობის დღესასწაულისთვის

დღეს, 21 ნოემბერს,  გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც ყოველი წლის 23 ნოემბერს აღინიშნება, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელი გზა დასუფთავდა. აქცია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით განხორციელდა, სადაც ქალაქის მერიის სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 
21:05 / 21.11.2014
ევროკავშირის მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას

ევროკავშირის მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას და  სამოქმედო გეგმის შეფასების ახალ ეტაპზე გადასვლის ნებას რთავენ. 

20:50 / 21.11.2014
პროექტი ,,დებატების სკოლა-2014“ საზეიმო ვითარებაში დასრულდა

საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის” და პოლონური ორგანიზაცია „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ მიერ, პროექტის „დებატების სკოლა 2014“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები გაეცნენ საჯარო სკოლებში თვითმმართველობების მუშაობის და დებატების კულტურის პოლონურ გამოცდილებას, ამასთანავე წარედგინათ პროექტის „დებატების სკოლა 2014“-ის შედეგები და ინფორმაცია განხორციელების პროცესის შესახებ, რომელზეც პროექტში ჩართული ტუტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები საუბრობდნენ. მოხსენებებით წარსდგნენ ასევე პროექტის ორგანიზატორები და ტრენერები.

 
23:58 / 20.11.2014
მეგობრობის ხიდმა ,,ქართლოსმა” გორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მეგობრობის ხიდმა ,,ქართლოსმა” გორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ,,ქართლოსის“ დამფუძნებელმა მეგი ბიბილურმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი პროექტში ,,ახალგაზრდების გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში“ ჩართული ახალგაზრდული თვითმართველობის წევრების განვითარება-გაძლიერებას გულისხმობს.

 
23:42 / 20.11.2014
ჩაბარებული ,,ნაქარი" ვაშლის ოდენობა 40 ათას ტონას გასცდა

2014 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით საწარმოებმა ფერმერებისგან  40 771 ტონა ვაშლი ჩაიბარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

 
15:59 / 20.11.2014
აზომვები ხარჯის გარეშე - ქ. გორში დაუზუსტებელი საზღვრების მქონე ნაკვეთების დაზუსტება დაიწყო

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქ. გორში დაუზუსტებელი საკადასტრო  საზღვრების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება დაიწყო. პროექტის ფარგლებში სამუშაოები 2200-მდე მიწის ნაკვეთზე ჩატარდება. შეგროვილი მონაცემები კი ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე აისახება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

 
15:47 / 20.11.2014
,,საქმის გარჩევა" სატყეოს უფროსსა და სოფლის დეპუტატს შორის სტატიის გამო

2014 წლის 19 ნოემბერს, საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში შიდა ქართლის სატყეო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ბარნოვმა და სოფელ სასირეთი-თელიანის დეპუტატმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ პოლიციაში შეტყობინება ორივე მათგანისგან შევიდა. ბარნოვსა და ბეჟიტაშვილს შორის დაპირისპირება ვებ-გვერდზე Qartli.gE გამოქვეყნებულმა მასალამ გამოიწვია, სადაც საკრებულოს წევრი ვახტანგ ბეჟიტაშვილი სატყეოს დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოს ხელმძღვანელს აკრიტიკებდა და მისი საქმიანობის წარსულს იხსენებდა. იხ. სტატია:

02:16 / 20.11.2014
ოპოზიცია VS ოპოზიცია - წაგებული და მოგებული დებატები

,,მე ვგევარ იმ ადამიანს, რომ პრემია 7-ჯერ გავცე?" - უთხრა რამაზ იოსელიანს საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ. ,,ბატონო პაპუნა, თუ ეკუთვნის ვინმეს პრემია

23:41 / 19.11.2014
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.