,,ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, მშვიდ გარემოში, ჯერ შავი მასალა გვაქვს, ამ მონაცემებს ვერ მოგცემთ" - ამ სიტყვებით გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ქარელი იმ დროს დაგვემშვიდობა, როდესაც რესურს-ცენტრის შენობაში გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი განერვიულებული შემოვიდა. დღეს, 29 ოქტომბერს, ქალაქ გორის 12 და რაიონის 32 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოების წევრებმა ახალი დირექტორები აირჩიეს. სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში, მოულოდნელად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი, წინა დღეს გადაირჩიეს.
2014 წლის 1 ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი მცირდება. 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირებული ტარიფი ძალაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შევა.
მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს ახალ წლამდე პროექტების დასრულების ვადები მიეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმომადგენლები პასუხს ,,საკუთარი თავით" აგებენ. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა საკუთარ წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე განუცხადა. მისი თქმით, ის ვინც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს, ძირითადად, შემორჩენილ თანხებს, წლის ბოლომდე ვერ აითვისებს, თანამდებობას დატოვებს.
2014 წლის 31 ოქტომბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში კომპანია "კულას" პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. მანამდე ერთი კვირით ადრე "კულას" პროდუქცია წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ერთ–ერთ უმსხვილეს სასურსათო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე "SIAL PARIS 2014", რომელიც საფრანგეთში, პარიზში 19-23 ოქტომბერს გაიმართა.
2014 წლის 31 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივ ჟურნალისტს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო არდემანაშვილმა იმით ახსნა, რომ ბიუროს წევრებთან პირადი საკითხები აქვს მოსაგვარებელი.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის კანდიდატურა წარადგინეს.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმ რეგლამენტში, სადაც სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხარჯების ანაზღაურების შესახებაა საუბარი, ცვლილებები შეიტანეს. არაანაზღაურებად დეპუტატებს 500 ლარი ყოველთვიურად ხარჯის სახით დაენიშნათ.
2014 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სასწრაფო სამედიცინო ცენტრის რეგიონალურ ორგანიზაციას 4 ახალი მანქანა ოფიციალურად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ გადასცა. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის თემურ თანიაშვილის თქმით, ორ კვირაში, კიდევ 4 მანქანას მიიღებენ. საბოლოო ჯამში, წლის ბოლომდე, რეგიონში ახალი მანქანების რიცხვი 16-მდე გაიზრდება.
დღეს, 29 ოქტომბერს, დაახლოებით 16 საათზე, სასწრაფო სამედიცინო ცენტრის 15 ახალი მანქანა გორის ცენტრალურ ქუჩებზე სინქრონული სიგნალებით შემოვიდა. თბილისის ქუჩიდან სტალინის გამზირზე, შემდეგ ძველი ბაზრიდან ცხინვალის გზატკეცილზე გააგრძელეს გზა და კოლონას, მხოლოდ, ორი მანქანა ,,ჩაეხსნა". დანარჩენი მანქანებიდან 11-მა გზა დასავლეთ საქართველოსკენ, ხოლო ორი მანქანის მძროლმა ტყვიავის საავადმყოფოსკენ გააგრძელა გზა.
რეგიონის სოფლებში მუნიციპალიტეტის გამგებლების წარმომადგენლები ტყე-კაფის კოდების ირგვლივ არსებული გაუგებრობის დროულ მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ კავთისხევის, ქვემო ჭალის, ზემო ხანდაკის და სხვა სოფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს თათბირზე შესჩივლეს. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ტყე-კაფის ნომრებს გამგებლის წარმომადგენლებს სატყეო რეინჯერი წინა ღამეს შეატყობინებს, ხოლო სოფლის წარმომადგენელი ვაუჩერიან მოსახლეობას კოდებს ბანკთან რიგში დგომისას მიავწდის.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


