რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,პრაგლატკას" სფიჩი - ,,100-იანი, 50-იანი თუ 32 მმ-იანი მილი"

კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში, რომელიც ახალქალაქის თემში შედის, სასმელი წყლის მილებს ავიწროებენ. ღონისძიებები სოფლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. საკრებულოს თემის წარმომადგენელმა გიორგი დარბიაშვილმა მილების დავიწროების გამო პროტესტი გამოთქვა. მისი თქმით, ვიწრო დიამეტრის მქონე მილების მონტაჟით სოფელში მიწოდებული წყლის დებეტი შემცირდება.

17:47 / 10.10.2014
მოსამართლემ 8 საათიან ტყვეობაში მყოფი დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა

2014 წლის 9 ოქტომბერს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის ნარკოლოგიურ ცენტრში მთელი დღის განმავლობაში დატყვევებული ზაზა ხუბულური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პატრულის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულ, ყოფილ ნარკოდამოკიდებულ პირს ადმინისტრაციულ სახდელად, მხოლოდ, სიტყვიერი შენიშვნა მიეცა. სასამართლო პროცესი თითქმის 5 საათი გაგრძელდა.

02:41 / 10.10.2014
პოლონური ჯილდოები რეგიონულ მედიას

,,ამ ფილმში ბევრი რამ ხდებოდა. ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლის სახე იყო; იყო კორუფციის გამომჟღავნების მომენტიც.  საუკეთესო ვიდეო-მასალისთვის პრიზს იღებს ის ადამიანი, რომელსაც ძალიან რთული გვარი აქვს. ყოველთვის პრობლემები მექმნება, როდესაც ამ გვარს ვკითხულობ. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საუკეთესო ფილმისთვის ,,ბიზნესმენების აგარაკზე ჩინოვნიკების ქეიფი და პროტესტი გზაზე" - პრიზს იღებს საბა წიწიკაშვილი. საერთოდ ვიდეო-მასალების კატეგორიამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია საკონკურსო კომისიის წევრებში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მობილურითაც საუკეთესო მასალა გამოვიდეს." - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა აგნეშკა ნოვინსკამ. მისი თქმით, ვიდეო-მასალის კატეგორიაში 30-მდე ვიდეო-მასალა იყო.

 

 

03:51 / 08.10.2014
ხათუნა თათანაშვილი მოადგილე იყო მაშინ ანუ ,,მე პასუხს არ ვაგებ"

კასპის საკრებულოს წევრს ხათუნა თათანაშვილს პასუხი იმ ხელშეკრულებების შესახებ მოსთხოვეს, რომელიც 2014 წლის ზაფხულში სოფლის პროგრამებთან დაკავშირებით ,,ფორსმაჟორულად" გაფორმდა. 2014 წლის ოქტომბერში კი აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებების ხელმომწერი კომპანიები დაკისრებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. 

00:52 / 07.10.2014
კასპის მუნიციპალიტეტში ტესტირების პირველი ეტაპი ოქტომბერში გაიმართება

საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლის რამაზ ხიზანიშვილის განცხადებით 2014 წლის 31 დეკემბრამდე ტესტირებების გადავადება, მხოლოდ, იმ მუნიციპალიტეტებს ეხება, სადაც 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქის და თემის გაყოფა მოხდა. ამის შესახებ ხიზანიშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ის კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად კავთისხევის თემიდანაა არჩეული.

23:48 / 06.10.2014
,,მწიგნობარი ხართ, ბატონო რობერტ" - რას აპროტესტებენ ნაციონალები კასპში

,,მწიგნობარი ხართ, ბატონო რობერტ, ამას არ უნდა ამბობდეთ" - უთხრა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის ორგანიზაციის წევრს რობერტ კავთიაშვილს საკრებულოს სხდომაზე. სხდომაზე დებატები საბიბლიოთეკო გაერთიანებაში უშტატო თანამშრომლების რაოდენობამ და მათთვის გათვალისწინებულმა 49 900 ლარმა გამოიწვია.

23:17 / 06.10.2014
ტრაგედია გორის ცენტრალურ ქუჩაზე - ,,გული აგატკიეს, განერვიულეს"

2014 წლის 4 ოქტომბერს გორის ცენტრალურ ქუჩაზე მიმავალი შუა ხნის მამაკაცი თემო ნაფიშვილი, პირველადი ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში შეტყობინება 12 სთ 48 წთ-ზე შევიდა, ხოლო ბრიგადა ადგილზე 12 სთ 53 წთ-ზე მივიდა. თუმცა, როგორც გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, საკუთარი ძალებით პირველადი დახმარების მცდელობის მიუხედავად, ნაფიშვილის გადარჩენა ვერ შეძლო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი დააგვიანაო.

 

 



20:30 / 04.10.2014
გორის ცენტრალურ მოედანზე ბავარიული მუსიკის კონცერტი გაიმართება

3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების დღისათვის გერმანიის საელჩო გორელებს  ბავარიული ტრადიციების პატარა ნაწილს გააცნობს. ახალგაზრდა ბავარიელი მუსიკოსებისაგან შემდგარი სასულე სეპტეტი ”Grenzjaga”, გორთან ერთად, რუსთაველ მაყურებლისათვისაც რუსთავშიც დაუკრავს. საელჩოს წარმომადგენლების ცნობით, ყველა ასაკის სტუმარს კარგი განწყობა და ტიპიური ბავარიული მელოდიები ელის.

20:48 / 30.09.2014
,,განავითარე შენი სოფელი" - მცირე საგრანტო კონკურსი

კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი „განავითარე შენი სოფელი“.

22:45 / 26.09.2014
სახალხო დამცველის წარმომადგენლები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს ესტუმრნენ

მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველის და ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები შიდა ქართლში, 2008 წლის ომით დაზარალებულ სოფლებში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ცხინვალის ციხის ყოფილ პატიმრებთან მათი დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებზე; ასევე, პატიმრობის მიზეზით გამოწვეულ ჯანმრთელობის  პრობლემებზე ისაუბრეს. 

22:25 / 26.09.2014
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.