რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა

2014 წლის 15 ოქტომბერს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, საბჭო, პერიოდულად, რეგიონის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრის და პროექტების შემუშავების მიზნით შეიკრიბება.

 
18:19 / 16.10.2014
ინტეგრირებული გაკვეთილი სტალინის მუზეუმში

გორის #1 გიმნაზიის X-XI კლასის მოსწავლეებისათვის ამავე სკოლის პედაგოგებმა ნანა წიწუაშვილმა და გიორგი გაგლოევმა გეოგრაფიასა და ისტორიაში ღია გაკვეთილი  ი. ბ. სტალინის მუზეუმში ჩაატარეს. პედაგოგების განცხადებით, გაკვეთილის ჩატარების ადგილად მუზეუმი შეირჩა იმის გამო, რომ განათლების და საზოგადოების განვითარების დარგში მუზეუმების საგანმანათლებლო როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც სკოლაში შეძენილ ცოდნასა და სამუზეუმო განათლებას შორის ურთიერთკავშირში გამოიხატება.

22:22 / 15.10.2014
,,პროექტები გაჩერდა, რა ვთქვი სასაცილო"

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს სოფელ ახალციხეში გურამ ბარნოვს კოლეგებმა სიტყვით გამოსვლისას იმ დროს დასცინეს, როდესაც მან სოფლის პროგრამის ფარგლებში დაწყებული სამუშაოების შეჩერებაზე დაიწყო საუბარი.

21:49 / 15.10.2014
კავთისხეველების პროტესტი - ,,ტყეს მხოლოდ ერთეულებისთვის ნომრავენ"

კავთისხეველებმა საპროტესტო აქცია მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ გამართეს. 

20:20 / 15.10.2014
გორი-მცხეთის გზაზე მანქანამ მაღალი ძაბვის ელექტრობოძი წააქცია

2014 წლის 14 ოქტომბერს საღამოს დაახლოებით 20 საათზე გორი-მცხეთის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომანქანა 110 კვტ-იან ხაზის ბოძს დაეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შეჯახებისას ელექტრობოძი გადავარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

17:49 / 15.10.2014
,,112-ზეც კი არავინ დაგვირეკა" - პოლიცია და ტროტუარზე დაცემული ქალი

კასპის ცენტრალურ ქუჩაზე მიმავალი ქალბატონი მოულოდნელად დაეცა და ტროტუარზე უგონო მდგომარეობაში იწვა. გამვლელ-გამოვლელის რეაქცია ასეთი იყო: ,,ეტყობა კიდევ დალია და მთვრალია". ადგილზე კასპის პოლიციის თანამშრომლები პიკაპით მივიდნენ. ინციდენტი 2014 წლის 14 ოქტომბერს მოხდა

16:43 / 15.10.2014
მაგიდის ჩოგბურთი და მეკარის ფორმა - ახალგაზრდების გადაწყვეტილება სოფლის კრებაზე

სოფელ კოდისწყაროში გამართულ კრებაზე სოფლის პროგრამის ფარგლებში შემორჩენილი თანხების ხარჯვის გადაწყვეტილება ახალგაზრდებმა მიიღეს. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ეკა მუზაშვილმა განაცხადა. მის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოვაციებით შეხვდნენ.

15:37 / 14.10.2014
,,საავადმყოფოში შვილის აცრას ვითხოვდი და ნაცნობი პოლიციელი გამოიძახეს"

45 წლის ვეფხია ბალხამაშვილი, ძაღლისგან დაკბენილი 16 წლის შვილის აცრის მოთხოვნის გამო, ,,მედიალფას" საავადმყოფოს ფოიეში დააკავეს და დააპატიმრეს. კასპის რაიონულ საავადმყოფოში ადმინისტრატორმა ნაცნობ პოლიციელს დაურეკა: ,,მომხედე, ვიღაც ბიჭია და ბუინობსო".  რამდენიმე წუთში გამოცხადებული პოლიციელი,  პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ვეფხია ბალხამაშვილს აკავებს. ვიდეო-მასალაში კი, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, მხოლოდ, დაკავების ფაქტი ჩანს.

20:08 / 13.10.2014
პატიმრობა ტოტალიზატორის ფანჯრების ჩამტვრევისთვის

2014 წლის 10 ოქტომბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა გორში მცხოვრებ ვასილ მდინარაძეს 6 თვიანი პატიმრობა ტოტალიზატორის ფანჯრის ჩამტვრევის ფაქტზე მიუსაჯა. იმის გამო, რომ დაკავებული წინასწარი პატიმრობაში 3 თვეა იმყოფება, მას ფაქტობრივად, სასჯელის მოხდის ვადა, 3 თვის გასვლის შემდეგ ჩაეთვლება.

23:25 / 10.10.2014
ონოფრიშვილი პირობის შესრულებას აგვიანებს - უსაშველო გზის სამუშაოები ხოვლესკენ

კასპის რაიონის სოფელ ხოვლემდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა 2014 წლის 30 ნოემბრამდე გადასწიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება კასპის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. გზა, რომელზე დავაც ორი წელია მიმდინარეობს, საშველი ვერ დაადგა. როგორც აღმოჩნდა, კომპანიას იმ სამუშაოებსაც ასრულებინებენ, რომელიც ხელშეკრულებით არ არის  გათვალისწინებული.  ზემო ხანდაკი-ხოვლეს გზა 2014 წლის 10 ოქტომბრამდე უნდა დამთავრებულიყო.

 

 

20:05 / 10.10.2014
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.