რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,აღიარებული" იურისტი მუნიციპალიტეტიდან დაითხოვეს - ,,კარგად ბრძანდებოდეთ"

2014 წლის 20 ოქტომბრიდან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი იურისტ-კონსულტანტის მოძებნა დაჭირდება. ყოფილმა კონსულტანტმა ვანო ბალახაშვილმა კაბინეტიდან საკუთარი ნივთები უკვე წაიღო. საკრებულოს თავმჯდომარემ, კოტე თავზარაშვილმა მასთან, შრომითი ურთიერთობის შესახებ, ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი  მას შემდეგ თქვა, როდესაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე 2014 წლის 11 სექტემბერს ვიდე-მასალა გავრცელდა.

20:50 / 21.10.2014
,,გამი... გამი... გამი - მეთქი" - ადგილობრივი ტელევიზიის ,,რეკონსტრუქცია"

21.10.2014 ნაწყვეტი ,,თრიალეთის" სიუჟეტიდან ,,ძალადობა ქალებზე"

19:52 / 21.10.2014
რუისთან გაზსადენის მშენებლობა დასრულდა

ვიცე–პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

15:10 / 21.10.2014
ავარია გორის ცენტრში

20.10.2014. გზაჯვარედინზე მომხდარ შემთხვევის დროს სამი ავტომანქანა დაზიანდა

01:22 / 21.10.2014
ვინ დააზიანა 3 ათასი ნერგი - ძროხამ, ნაციონალმა თუ დამრგავმა

კასპის გარეუბანში, მიკრორაიონის დასახლებაში დარგული 3 ათასამდე ნერგი განადგურებულია. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას გამხმარი ნერგებისგან ასუფთავებენ. ადგილობრივი ხელისუფლების და სამინისტროების წარმომადგენლების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქცია უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა, 2014 წლის პირველ 6 თვეში კასპში სკვერებისა და ბაღების მოვლა პატრონობაზე 90 ათას ლარამდე უკვე დაიხარჯა.

20:08 / 20.10.2014
23-24 ოქტომბერი - ,,გორის დღეების" გრაფიკი

2014 წლის 23-24 ოქტომბერს კულტურის ცენტრის ორგანიზებით გორის დღეები ჩატარდება

18:12 / 18.10.2014
,,ფულიანი" დეპუტატები ,,უფულოების" უკან

ხმაური იყო კასპის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე. საკრებულოს წევრებმა 2013 წლის 18 იანვრის იმ დადგენილების ამოქმედება მოითხოვეს, რომლითაც 500 ლარს, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შესასრულებლად, ყველა წევრი 2014 წლის 15 ივნისამდე იღებდა. დღეს კი ახალი საკრებულოს წევრები ამ თანხებს ვერ იღებენ. როგორც თელიანი-სასირეთის დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ფიქრობს, ამ დადგენილების შეუსრულებლობის უკან, გუბერნიის აპარატი დგას.

00:15 / 18.10.2014
დასკვნა: წინარეხში სასმელი წყალი ხელოვნურად იმღვრევა

კომპანია ,,ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის" დირექტორი ზურაბ ბარჯაძე ამბობს, რომ სოფელ წინარეხში სასმელი  წყალი ხელოვნურად იმღვრევა. 9 თვიანი კვლევა-ძიების  შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელი საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივიდა. 200 ათასიანი პროექტის დასრულების შემდეგ წინარეხელებს ონკანებში, რამდენჯერმე, ამღვრეული წყალი მიუვიდა. კომპანიის საქმიანობის და მისი მასალების პროკურატურისთვის გადაცემის მოთხოვნის თაობაზე დაწყებული ხმაურიანი აქციები, საკრებულოს სხდომები და რეპორტაჟები, ამ მიმართულებით განვითარდა.

00:02 / 17.10.2014
ცემა-ტყეპა წალდით და ნიჩბით ეჭვიანობის ნიადაგზე

,,მოვიხედე უკან და დავინახე, რომ ნიჩაბს მარტყავდა, ხელი დავუხვედრე და გამეჭრა. მე ხელში წალდი მეჭირა. ეს ხელი დამიჭირა და თავისი მეორე ხელით სახეში მირტყავდა. იმდენი მოვახერხე, რომ მეც დავარტყი  და მას კი თავი გაუტყდა" - ამ ფაქტის გამო შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში 63 წლის თანასოფლელები და ყოფილი მეგობრები, ფრიდონ ბ-შვილი და ავთანდილ ვ-შვილი (სახელები შეცვლილია - რედ), ერთმანეთს ცემაში ადანაშაულებენ.

18:38 / 16.10.2014
ადმინისტრაციული საზღვრების დადგენა თანამედროვე სტანდარტით მოხდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, NSDI-ს პროექტის ფარგლებში, გორის ადმინისტრაციული საზღვრის თანამედროვე წესებითა და სტანდარტებით დადგენა-დემარკირებაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. როექტი ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით წარიმართება. შედეგად, საზღვარი ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის ზუსტად განისაზღვრება, მოხდება მისი კოორდინირება, სპეციალური ნიშნულებით აღჭურვა, რაც საზღვრის კანონმდელობასთან ჰარმონიზაციასაც უზრუნველყოფს. 

 
18:26 / 16.10.2014
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.