რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
სოლიდარობა ,,დია"-ს ჟურნალისტებს - აქციები გორსა და ბათუმში

2014 წლის 23 სექტემბერს შიდა ქართლის რეგიონალური ტელევიზიის ,,დია"-ს ყოფილმა ჟურნალისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია თეატრის ეზოში გამართეს. 

17:50 / 23.09.2014
მეგობარი მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულის პროცესი დაიწყო

გორის სასამართლომ ბრალდებულის, 23 წლის ნინო ბ-ვილის საქმის განხილვა დაიწყო, რომელსაც მეგობარი მამაკაცის სხეულის მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი. პროკურორ ია მეფარიშვილის განცხადებით, 23 წლის გოგონას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამნისტირებულია.

21:51 / 22.09.2014
კასპის გამგებელმა საჯარო შეხვედრები დახურა - ,,შავ-სათვალიანი" მაკონტროლებელი

2014 წლის 22 სექტემბრიდან კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მისი წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრები მედიისთვის დაიხურა. დღეს დილით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. ,,დახურულია შეხვედრები" - განუცხადა საშვთა ბიუროს წარმომადგენელმა Qartli.gE-ს ჟურნალისტს. აწ უკვე დახურულ შეხვედრებს ბოლო პერიოდში პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის ბიუროს წარმომადგენელი თემურ ხაბაზიშვილი აკონტროლებს.

20:59 / 22.09.2014
2 ცალი ქათმის ქურდობის ამბავი

საშუალო ხნის მამაკაცები - ვლადიმერ გიორგაშვილი და დავით ფერაძე 2 ცალი ქათმის ქურდობის ფაქტზე განაჩენს ელოდებიან. ისინი 2014 წლის 10 თებერვლიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. პროკურატურას საქმეში მტკიცებულებად ბუმბულები აქვს. პოლიციამ მხოლოდ ერთ შემწვარ ქათამს მიაგნო, მეორე ქათამი უკვე შეჭმული იყო.

20:05 / 22.09.2014
,,ეს აქცია საზოგადოების ტესტი იქნება" - ახალი რეალობა გორთან

,,ჩვენ თვითონ ვნახეთ ხალხის განწყობა. ამ აქციით გვინდა მივაწვიდონოთ ხმა ხელისუფლებას, კერძოდ ბიძინა ივანიშვილს, რომ მოსახლეობის 80% ითხოვს პოლიტიკური რეალობის შეცვლას." - განაცხადა მოძრაობა ,,ახალი რეალობისთვის" ხელმძღვანელმა მერაბ შათირშვილმა გორთან. მოძრაობის წევრები მსვლელობას ქუთაისის პარლამენტიდან თბილისში პარლამენტის შენობამდე ფეხით აწყობენ.

22:37 / 20.09.2014
აქციის წევრები გორს უახლოვდებიან - მსვლელობა ქუთაისიდან თბილისამდე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ახალი რეალობას” წევრები, რომლებიც მსვლელობას ქუთაისიდან თბილისამდე აწყობენ, 2014 წლის 20 სექტემბერს 17 საათისთვის უკვე გორთან იქნებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აცნობეს. ახალი მოძრაობის წევრები ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

19:01 / 20.09.2014
ყირიმ-კონგო, თურქული, ჯილეხი, ბრუცელოზი - გორის რაიონში

გორის რაიონის სოფელ მეჯვრსიხევსა და ელექტორფიკაციის დასახლებაში (გორთან ახლოს) ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ ტინისხიდში მცხოვრები ჯარისკაცი კი ბრუცელოზით დაავადდა. მეჯვრისხევში ,,თურქულიც" გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტომ ეს მონაცემები 2014 წლის პირველი იანვრიდან სექტემბრამდე დააფიქსირა.  

02:10 / 20.09.2014
საბავშვო ბაღებს წყლის ხარისხს უმოწმებენ - დისკუსია საკრებულოში

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები რეგიონში არსებულ საბავშვო ბაღებში სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტებს ამოწმებენ. ამის შესახებ გაფრთხილება სოფელ ბნავისის საბავშვო ბაღს 2014 წლის 18 სექტემბერს უკვე მიეცა. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის პაატა თარაშვილის თქმით, ლაბორატიული ანალიზის არარსებობის ფაქტის გამოვლენის პირველ ეტაპზე, ბაღები არ დაჯარიმდებიან. განმეორების შემთხვევაში კი სანქცია გარანტირებული იქნება. 

23:44 / 19.09.2014
ცოფის მდგომარეობა შიდა ქართლში

2014 წლის პირველი იანვრიდან სექტემბრამდე რეგიონში ცოფის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი მათგანი გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევზე მოდის. სურსათისა და ვეტერინარიის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილის პაატა თარაშვილის განცხადებით პრევენციული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

22:39 / 19.09.2014
ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე შიდა ქართლში 27 რეალიზატორი დააჯარიმეს

,,სურსათის უვნებლობის, ეპიზოოტური კეთილსაიმედოობა და მცენარეთა დაცვის უზრუნველყოფის შესახებ" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 5 სექტემბრამდე, შიდა ქართლში  ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტზე 27 პირი დაჯარიმდა. სხვადასხვა ნორმების დარღვევა კი 57 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ პაატა თარაშვილმა განაცხადა. ის ანგარიშით გორის რაიონის საკრებულოს აგრარული კომისიის წინაშე, დღეს, 19 სექტემბერს წარსდგა.

21:14 / 19.09.2014
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.