2014 წლის 25 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 10 საათზე ტყვიავის ცენტრალურ ქუჩაზე მერსედის მარკის ავტომანქანას საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჯიპში მსხდომი პირები სროლით მისდევდნენ. გასროლის ხმა თითქმის 10-ჯერ დაფიქსირდა. მერსედესს 3 ტყვია მოხვდა. ჯიპში იმყოფებოდა ოქრუაშვილიც. მერსედესში კი სოფელ ტყვიავში მცხოვრები 1979 წელს დაბადებული ვასილ და 1980 წელს დაბადებული პავლე ქარელები ისხდნენ.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, გორის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცის დაინფიცირების შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური გამოეხმაურა. პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო ჰოსპიტლის ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პაციენტს სავარაუდოდ, ტკიპის ბორელიოზი აღენიშნება ორივე დაავადებას ტკიპები იწვევს.
ქალაქისა და რაიონის საკრებულოებმა მანქანები გაცვალეს. გორის მერს რაიონის მუნიციპალიტეტმა ,,ლექსუს RX 330", ხოლო ქალაქის მუნიციპალიტეტმა რაიონის გამგებელს ,,ტოიოტა პრადო" ათხოვა. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს კი მანქანა არ შეხვდა.
გორის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცი ყირიმ-კონგოს ვირუსული ინფექციით დაავადდა. ამის შესახებ ქარელის გამგეობის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ფარეხელაშვილმა განაცხადა. სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში შაბათს 23 აგვისტოს მოათავსეს. ის ქარელის რაიონის სოფელ წვერიდანაა (ბრეთის ტერიტორიული ორგანო). თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, ტკიპის ბორელიოზითაა დაავადებული.
გორის რაიონის საკრებულოს მიმდინარე სხდომაზე, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართება, დეპუტატებისთვის ყოველთვიურად 500 ლარის გაცემის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს. ამის შესახებ საკრებულოს ბიუროს დღევანდელ 25 აგვისტოს სხდომაზე გახდა ცნობილი. იურიდიული კომისიის მიერ მომზადებული პროექტი ბიუროს წევრებმა კომისიას უკან დაუბრუნეს.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად თეა გულიკაშვილი გაათავისუფლეს. მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე იმ ადამიანს ნინო ჯინიყაშვილს აბრუნებენ, რომელიც 2012 წლამდე მუშაობდა. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ჯინიყაშვილიც ,,ქართული ოცნების" წევრია.
19 აგვისტოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს ელექტრომონტაჟი 2012“- ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამუშაოები 75 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
კრიმინალური პოლიციის განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, დეტექტივი გიორგი ჩოხელი შიდა ქართლის საპატრულო პოლიციაში დააწინაურეს. ეს ის პოლიციელია, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდა. ამის ამსახველი ვიდეო-მასალა თავის დროზე გამოქვეყნდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში კი აღმოვაჩინეთ, რომ ის საპატრულო პოლიციაში მუშაობს. მაგალითად, 2014 წლის ივნისის დასაწყისში უშუალოდ მან დააკავა ადმინისტრაციული წესით გორის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან კახა ერგემლიძე.
უბედური შემთხვევა ქობულეთში. ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს ფიჭვნარის დასახლებაში შეეჯახა. მოტოციკლზე მჯდომი ძმები, რევაზ და სემა მაისურაძეები ადგილზე გარდაიცვალნენ.
ხიდისყურის და საქადაგიანოს აზერბაიჯანულ სოფლებს თურქული მხარე დაეხმარება. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა აღაიანის თემში გია ტვილდიანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან გამართავენ.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


