რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,ძალიან მიყვარს თქვენი სოფელი" - სოფლის დეპუტატი და კვარხეთელები

2014 წლის 28 ივლისს გორის რაიონის სოფელ კვარხეთის მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.  მეჯვრისხევის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში 26 წლის ალექსანდრე (ლექსო) ბუჯიაშვილმა მათი პრეტენზიები გორში, გამგეობის შენობის წინ, მოისმინა.  

19:07 / 28.07.2014
,,იმერეთი", კოლხიდა", ,,პალიასტომი" - დაზიანებული ელგადამცემები

28 ივლისს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკული კომპანიის წარმომომადგენელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველისგან  27 ივლისს 10 საათსა და 33 წუთზე  იმერეთის მაღალი ძაბვის  500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გათიშვის მიზეზით მომხდარი ავარიის შედეგების შესახებ ბოლო ინფორმაცია მიიღო.

17:00 / 28.07.2014
კარალეთში მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მიწის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება

მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველოში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, ნაკვეთების და მესაკუთრეების იდენტიფიკაცია, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიება და სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს. საპილოტე პროგრამაში 11 დასახლება შევიდა, მათ შორის გორის რაიონის სოფელი კარალეთი.

21:22 / 25.07.2014
ანონსი: საინფორმაციო შეხვედრა მერებთან და გამგებლებთან

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველ ქალაქებში ახლადარჩეული 8 მერი  და 13 გამგებელი.

20:57 / 25.07.2014
მამაკაცთა და ქალთა უმრავლესობა უპირატესობას MERCEDES BENZ-ის მარკის ავტომანქანას ანიჭებს

მამაკაცთა და ქალთა უმრავლესობა უპირატესობას MERCEDES BENZ-ის მარკის ავტომანქანას ანიჭებს. ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუხი და თეთრი ფერისაა.

20:49 / 25.07.2014
გიორგი (გორკა) მერებაშვილის ხსოვნის ტურნირი

რესპუბლიკურ ტურნირში ლიდერობა შიდა ქართლელებმა არავის დაუთმეს

18:53 / 25.07.2014
სახლიდან გაგდებულ ლაბრადორ ,,ჯინას" ისტორია

მოძრავი მატარებლის ბორბლების ქვეშ, შემდეგ სასაფლაო, ქალაქის ქუჩები, კვლავ რკინიგზის სადგური - ეს მძიმე გზა ოქროსფერმა ძუ ლაბრადორმა კასპში გამოიარა. მისი არსებობა ცხოველთა დამცველებმა გაიგეს და მის სანახავად კასპში ჩავიდნენ, წაიყვანეს  და ახალი მზრუნველი პატრონიც მოუძებნეს.

02:24 / 25.07.2014
4 სოფელში სასმელი წყალი სპეციალური ცისტერნებით გაიგზავნება

მომავალი კვირიდან სოფლებში: ზემო და ქვემო რენე, ნიგოზა და ჩობალაური -  სპეციალური ცისტერნებით სასმელ წყალს ,,კასპის კეთილმოწყობის სამსახური" კვირაში ორჯერ შეიტანს.  ამის შესახებ Qartli.gE-ს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გუჯა გეჯაძემ განუცხადა. დღეს, 24 ივლისს გამართულ ტენდერში აღნიშნულმა სამსახურმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ამისათვის, ორი თვის განმავლობაში, 4 618 ლარს დახარჯავს. ეს კი იმაზე ნაკლები რაოდენობის თანხაა, რაც 2013 წლიდან 2014 წლის ზაფხულამდე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, თითო თვეში, პრემიასთან ერთად, (თვეში - 5300 ლარი) აიღეს.

21:48 / 24.07.2014
შეცდომის გასწორება სტატიაში - ,,მუნიციპალიტეტის ,,ხელფასები" - ზრდა პრემიების ნაცვლად"

ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპელიტეტების პირველივე სხდომებზე თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცეს. 2014 წლის მოწვევის საკრებულოს და მისი აღმასრულებელი სტრუქტურის (გამგეობის) მოხელეთა სარგოები 2012 წელს მიღებულ სარგოებს ემთხვევა. სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ბოლო მონაცემები 2010 წლის მონაცემებს შევადარეთ. აღნიშნული ეყრდნობოდა საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, სადაც 2010 წელს მიღებულ განკარგულებებში 2012 წელს შეტანილი ცვლილელები ასახული არაა.

 

 

17:44 / 22.07.2014
ოჯახური ძალადობა - ზრდა ფიზიკურიდან ფსიქოლოგიურამდე

ბოლო მონაცემებით ძალადობის შემთხვევებს შორის საქართველოში ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები ჭარბობს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 23 ივლისს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს. 2012 წლიდან,  ფიზიკური ძალადობის ფაქტები  ადგილს ფსიქოლოგიურ ძალადობას უთმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტესობა, მოძალადეებს შორის, 25-44 წლის ასაკის მამაკაცია.

22:20 / 23.07.2014
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.