2014 წლის მონაცემების მიხედვით, ამჟამად, შიდა ქართლში გასაშვილებელი მოზარდების რაოდენობა (11-დან 18 წლამდე ასაკის ფარგლებში) 12-ს აღწევს. ამის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებშია საუბარი. აღნიშნული ბავშვებიდან 7 მოზარდი 11-დან 15 წლამდეა, ხოლო ხუთი მოზარდი - 16-დან 18 წლამდე. სულ გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა შიდა ქართლში (ერთ წლამდე ასაკიდან დაწყებული 18 წლამდე) 22-ია.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
2014 წლის 1 აგვისტოს, პარასკევს, შუადღით, გორთან ახლოს პარლამენტარი ნუკრი ქანთარია ავტომობილით ძროხას დაეჯახა. იმ მომენტში, როდესაც Qartli.gE-მ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგი ფოტოზე დააფიქსირა, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ძროხის პატრონი ვერ დადგინდა. ძროხა კი ცოტა ხანში წამომდგარა და წასულა.
3 აგვისტოს შუადღედან შიდა ქართლის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები გორის რაიონის სოფელ ფელის ტერიტორიაზე, თითქმის მიუდგომელ ადგილას, ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. 4 აგვისტოს დილის 3-4 საათზე კი სახანძრო სამსახურმა რესტორან ,,ვენეციის" ხანძრის შესახებ ტაქსის მძღოლებისგან გაიგო. ძირითადად, ხის კონსტრუქციებისგან აშენებული რესტორანი მთლიანად დაიწვა. სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა 2 აგვისტოს ატენის ხეობაში, ჯამჯამების ტყეში ჩააქრეს ცეცხლის კერა. 4 აგვისტოს შუადღეს კი კირბალში მინდვრის ბალახზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად გამოიძახეს.
ახმაჯის არხი, რომელიც სათავეს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარე ტერიტორიიდან იღებს, დაიკეტა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ აღაიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გია ტვილდიანმა განუცხადა.
გორთან ახლოს ავტობანზე მანქანა ძროხას დაეჯახა, ადგილზე პარლამენტარი ნუკრი ქანთარია იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური არკვევს, თუ რა კავშირია ფოტოზე აღნიშნულ პირებსა და ავტოსაგზაო შემთხვევას შორის. ფოტოს გადაღებისას ადგილზე საპატრულო პოლიცია არ იმყოფებოდა.
გორის ცენტრში, 1 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ასაკოვანი ქალბატონი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სიკვდილის შემდეგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კონსტანტინე (კახა) ლაფერაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოეყოს დაფინანსება არა უმეტეს 135 524 ლარისა.
კასპის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ მეტეხთან 49 წლის მამაკაცის ცხედარი 28 ივლისს დილით მდინარე მტკვარში იპოვეს. სოფელ მეტეხში მცხოვრები გიორგი სეხნიაშვილის ძებნა 27 ივლისს დაიწყო.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


