30.07.2015 გორის მერიას ქალაქში ,,ჰოსტელის" ასაშენებლად და საზოგადოებრივი ტუალეტის სარემონტოდ 40 ათასი ლარის დამატებაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე ,,თავისუფალმა დემოკრატებმა", ,,რესპუბლიკელებმა", ,,ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატებისა" და ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლებმა მიიღეს.
30.07.2015 გორის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით ჯაფარიძის მოთხოვნა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ჩააგდეს. ,,ხმები" თავისუფალი დემოკრატების სასარგებლოდ ,,რესპუბლიკელებმა" და ,,ქართული პარტიის" წევრებმაც გაიმეტეს.
28.07.2015 გორის რაიონის სოფელ სათემოში სარწყავი არხის სათავეში მყოფ ადგილობრივებს ერთ-ერთმა პიროვნებამ ავტომატი ფეხების მიმართულებით ესროლა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველმა ზაზა მეზვრიშვილმა უამბო.
28.07.2015 საკრებულოს წევრს ილია მეტრეველს გორის ავტოსადგურში ძველი ბილეთები მიაყიდეს. ამის შესახებ მან საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ორი თვის წინანდელი ბილეთები გორი-თბილისის რეისზე ყველა მგზავრს მისცეს.
28.07.2015 ,,ერთი წელი არაფერი გაგიკეთებიათ, სასმელი წყლის ყველა პროექტი ჩააგდეთ, თანხებს ვერ ითვისებთ, რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილ თანხებს ვერ იყენებთ, შედეგი არაფერი დაგიდიათ და ხელფასების მომატება გინდათ? - მიმართა ,,ქართული ოცნების" წევრმა სოფელ ატენიდან სოსო ვანიშვილმა რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსს რეზო გოგიაშვილს.
28.07.2015 ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრები, 58 წლის გიგო ქველაძე, ყირიმ-კონგოს დაავადებით, ამჟამად, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის. გუშინ დღემდე პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. შემთხვევა 2015 წლის 1 ივლისს მოხდა, თუმცა გიგო ქველაძემ რამდენიმე კვირის განმავლობაში დაავადების მიზეზები არ იცოდა.
24.07.2015 საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, რომლის წევრიცაა „Qartli.gE“, ახორცელებს პროექტს „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის.“ ამ პროექტის ფარგლების დავინტერესდით, რა იციან გორელმა ახალგაზრდებმა საკუთარი საარჩევნო უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
2015 წლისს 27-28 ივლისს, ,,მსოფლიო ჰეპატიტების დღე’’-ს, ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,ნაბიჯი მომავლისაკენ’’ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აღნიშნავს.
24.07.2015 საკუთრების დაცვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და ზოგადად, განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონა, ისევე, როგორც მოქალაქეთა მიერ საკუთარი უფლებების არცოდნა, დაინტერესებულ მხარეებს აძლევს საშუალებას კანონის არასწორი გამოყენებით ან ინტერპრეტაციით შელახონ საკუთრების უფლება.
24.07.2015 გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში რამდენიმე ოჯახი სასმელი წყლით მოიწამლა. ამის შესახებ, დღეს, სოფლის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა საკრებულოში, ლიანა კოვზიაშვილმა, კომისიის გაფართოებული სხდომის დაწყებამდე, განაცხადა. წყალი, საილუსტრაციოდ, პლასტმასის ბოთლებით გამგეობის წევრებს მიუტანა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











