,,რამდენი დეპუტატი ფიქრობს, რომ დღევანდელი საკრებულო უფლებამოსილია?!" - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი რობერტ კავთიაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე სხდომაზე არაღიარებულ უფლებებზე საუბრობს.
ავარია გორის ცენტრში 13:30 წთ, 18 ივლისი
2014 წლის 13 ივლისიდან გორის ქუჩებში საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდა. პატრულის ეკიპაჟის მიერ მძღოლების დაჯარიმების და გაფრთხილებების ფაქტები მომრავლდა. ამის მიზეზი, ივლისის დასაწყისში, ცენტრალური ქუჩების დახაზვა, ავტომანქანების მოძრაობის წესების და, უწყვეტი ხაზების მონიშვნით, ახალი მიმართულებების განსაზღვრა გახდა.
შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იაგო საური გაათავისუფლეს
2014 წლის 14 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარედ, პარტია ,,ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე რამაზ ბუღაძე აირჩიეს. ის ქალაქში სულ 5 თვეა ცხოვრობს. ამის შესახებ დეპუტატების ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს. მათი თქმით, თავმჯდომარედ, უკეთესი იქნებოდა, ის ადამიანი არჩეულიყო, რომელიც ადგილობრივ პრობლემებს შედარებით კარგად იცნობს.
ქარელის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის დაწყებამდე ადგილობრივ ტელეკომპანიის ,,თრიალეთის" ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ფაქტი 2014 წლის 14 ივლისს მოხდა. ჟურნალისტს ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი აქტივისტების მობილიზება აინტერესებდა.
6 ივლისს დაახლოებით 16 საათზე ქალაქ გორში ძლიერი სეტყვა დაფიქსირდა. სტიქია 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
2014 წლის 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების – თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის მეორე ტური დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მეორე ტური (ქალაქის მერისა და რაიონის გამგებლის არჩევნები) გორშიც გაიმართება.
გორის რაიონის სოფლებში სოფლის პროგრამის ფარგლებში, ჯერ კიდევ, თებერვალ-მარტში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება დაიწყო. სოფლების ,,განვითარება” ძირითადად, 2014 წლის 15 ივნისის (თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის) შემდეგ გაჩაღდა.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 46-ე შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გააპროტესტა ახალგორის მიმართულებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას არ აძლევს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


