,,მე არც ერთი სამსახურის მუშაობით ვარ კმაყოფილი" - აცხადებს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. მისი თქმით, წლის ბოლომდე, სამსახურების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ იგეგმება. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ატესტაციის შემდეგ სამსახურები შესაბამისი კადრებით დაკომპლექტდება და გამართული მუშაობის საშუალება მიეცემათ.
ქალაქ გორის საკრებულოში კოალიცია ,,ქართული ოცნება" უკვე უმცირესობაშია. ,,თავისუფალი დემოკრატები" მმართველ გუნდს ჩამოსცილდნენ. 15 კაციან საკრებულოში 9 წევრი ოპოზიციაშია. 2014 წლის 15 ნოემბრიდან კი ქალაქის მთავარი სათათბირო ორგანო მერიიდან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ელოდება. ბიუჯეტის დამტკიცებას კი კოალიციის 6 ხმა არ ეყოფა.
2014 წლის 6 ნოემბერს ღამის 12 საათზე, გორის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადების მიღება შეწყდება. საღამოს 6-ის ნახევრის მონაცემებით, ელექტრონული სისტემით აპლიკაციები 487 მოქალაქემ შეავსო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთი მოქალაქე რამდენიმე თანამდებობას უთითებს, საბოლოო ჯამში, საღამოს მონაცემებით, 487 მოქალაქეს 1189 განაცხადი აქვს შევსებული.
ძვირფასო ახალგაზრდებო, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი გთავაზობთ მონაწილეობას პროექტში - „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“. პროექტი გულისხმობს საქართველოს ხუთ ქალაქში - გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში - ათ-ათი სტუდენტის შერჩევას და მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის.
გორის რაიონის 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრებით ხორციელდება. ეს გადაწყვეტილება გამგებელმა დავით ონიაშვილმა საბიუჯეტო პროცესის იმ ეტაპამდე გადაწყვიტა, სანამ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს. შეხვედრები მიმდინარე კვირიდან, 2014 წლის 4 ნოემბრიდან დაიწყო.
სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, შიდა ქართლში გაიწმინდა და მოწესრიგდა მაგისტრალური და გამანაწილებელი არხები საერთო სიგრძით - 807,21 კმ. ამის შესახებ სამელიორაციო კომპანიის დირექტორმა ლევან დვალმა გორში ვიზიტისას განაცხადა.
107 ადგილიან შტატში ჯერ მხოლოდ 53 მეხანძრეა გაფორმებული
2014 წლის 5 ნოემბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა ვეფხია ბალხამიშვილს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ამის შესახებ შუამდგომლობა ბალხამიშვილის ინტერესების დამცველებმა გოგი ონიანმა და ხატია ხერხეულიძემ სასამართლოს წინაშე უკვე მეორედ დააყენეს.
სასკოლო ოლიმპიადა WITS-ის საშემოდგომო სეზონმა, თბილისის შემდეგ, უკვე რეგიონებში გადმოინაცვლა. მათემატიკასა და ინგლისურ ენის ოლიმპიადაზე მონაწილეობა ყველა სკოლის (II-დან XII კლასის ჩათვლით) მოსწავლეებს შეუძლიათ. ინგლისურ ენაში გამარჯვებული უფროსკლასელები დიდ ბრიტანეთში, ხოლო მათემატიკაში წარმატებული უფროსკლასელები საგზურს, საერთაშორისო ახალგაზრდა მათემატიკოსთა ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად, მიიღებენ. ყველა ასაკის გამარჯვებული კი IPAD-ით დასაჩუქრდება. რეგიონებში რეგისტრაციის ვადა 2014 წლის 15 ნოემბერს იწურება.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამის მიმდინარეობას დღეს, 2014 წლის 3 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი გაეცნენ.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


