სატყეო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე და რაიონის განყოფილების უფროსი 2014 წლის 10 ნოემბერს კასპის საკრებულოში საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა იმ ვითარებამ დააჩქარა, რაც ბოლო პერიოდში, ტყე-კაფებთან დაკავშირებით არსებობს. გორისა და ხაშურის სასამართლოებთან უნებართვოდ მოჭრილი, თანაც ხშირ შემთხვევაში, ნედლი შეშის მოჭრის ფაქტზე დაჯარიმებულ პირთა რიგებია. როგორც გაირკვა, ტყეებში დანომრილ ხეთა რაოდენობა, რეგიონის მასშტაბით, მხოლოდ, 10 ათას მოსახლეს ეყოფა.
,,არაფერი... კონცერტი გვაქვს მარტო.... არაფერი, ისეთი.... მიდის მუშაობა, სიახლე არაფერია.... ახალი არაფერი, რაღაც საკითხები მაქვს, იმას პირადად გეტყვით" - ასეთი შინაარსის მოხსენებებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების უფროსებისგან ყოველ თათბირზე მოისმენთ. მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი მათთან ერთად მიმდინარე კვირის გეგმებს აწყობს ხოლმე.
,,კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველა პესტიციდისა და აგროქიმიკატის შემადგენლობა დადებითია" - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სამსახურის დასკვნაში, რომელიც 2014 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში გორში განხორციელებული შემოწმების შემდეგ შეადგინეს. დასკვნა სამსახურმა გორის რაიონის საკრებულოს სოფლის მეურნეობისა და აგრარულ კომისიას უკვე წარუდგინა.
2014 წლის პირველ 10 თვეში, ოქტომბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტიდან ექსპორტზე 605 ტონა ვაშლი გავიდა. აქედან 410 ტონა - ყაზახეთში, 164 ტონა - რუსეთში, დანარჩენი 31 ტონა ვაშლი კი - აზერბაიჯანში. პროდუქტი, რომელიც რუსეთში ყველაზე ბევრი გავიდა გორიდან, ატამია. ამის შესახებ მონაცემები სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის ორგანიზაციამ გორის რაიონის საკრებულოს აგრარულ კომისიას მიაწოდა.
,,ჩვენი საარჩევნო პერიოდის დასასრულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აიპიების დაფინანსების წილი 40% იქნება" - ამის შესახებ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოს წევრების წინაშე სხდომაზე განაცხადა. მისი ხედვით, არასამეწარმეო იურიდიულმა ორგანიზაციებმა (აიპი) დაფინანსების წყაროები დონორებთან უნდა სცადონ.
2014 წლის 7 ნოემბერს, საღამოს, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" კასპის ორგანიზაცია თავმჯდომარის მოადგილემ და სხვა წამყვანმა ფიგურებმა დატოვეს. ამის შესახებ მათ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს 7 ნოემბერს საღამოს 20 საათისთვის განუცხადეს.
პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები, საკრებულოს წევრები: რამაზ ხიზანიშვილი, ალექსანდრე(სანდრო) გზირიშვილი და ილია ზაქარიაძე, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" შემადგენლობიდან გავიდნენ. ამის შესახებ კავთისხევის მაჟორიტარმა რამაზ ხიზანიშვილმა და კასპის მაჟორიტარმა სანდრო გზირიშვილმა დღევანდელ, 7 ნოემბრის სხდომაზე განაცხადეს. საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე ილია ზაქარიაძე კი სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგებელთან შეხვედრის შემდეგ გააცნო.
ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა რამაზ იოსელიანმა, საატესტაციო კომისიის წევრად, საკუთარი კანდიდატურის დაწუნების ფაქტი გააპროტესტა. ამის შესახებ მან ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა.
2014 წლის 7 ნოემბერს ქალაქ გორის საკრებულოში ,,თავისუფალი დემოკრატების" ორადორმა წევრმა ოფიციალური განცხადება, ოპოზიციაში გადასვლის შესახებ, უკვე გააკეთა. ამის შესახებ თამარ თედლიაშვილმა და დავით წეწვაძემ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ისაუბრეს. სხდომის დაწყებისას ,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ადგილობრივმა ლიდერმა ზურაბ როსებაშვილმა წეწვაძეს სხვა სკამზე გადაჯდომა ურჩია: ,,წადი რა, იქით დაჯექი, მეტი უნდათ?!"
2014 წლის 7 ნოემბერს ქარელის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ შუბითიძემ, ,,თავისუფალი დემოკრატების" დატოვების შესახებ, განცხადება გააკეთა. რაიონის მუნიციპალიტეტის მთავარ სათათბირო ორგანოში, მხოლოდ, ერთი ,,თავისუფალი დემოკრატი" - ნათია გოჩაშვილი დარჩა. ირაკლი ალასანიას გუნდი დატოვეს, ასევე, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებმა შემდეგ ოლქსა და სოფლებში - ატოცი, დირბი და ქარელი.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


