რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ხიდისთავის სკოლის პედაგოგებმა სასამართლო პროცესი მოიგეს

04.12.2014 ხიდისთავის საჯარო სკოლიდან 2014 წლის სექტემბერში გათავისუფლებული პედაგოგების სასამართლო სარჩელი მოსამართლე შორენა წიქარიძემ დააკმაყოფილა. დედა-შვილი - მერი კაკაშვილი და თეა ნონიკაშვილი - სკოლაში დაბრუნდება. ამ პროცესს ხელს, მხოლოდ და მხოლოდ, გორის რესურსცენტრის იურისტის გასაჩივრების ფაქტი შეუშლის.

17:06 / 04.12.2014
,,ღამით მუშაობისთვის 5 ლარი იქნება"

03.12.2014 გორის კეთილმოწყობის სამსახურის მუშები პირობების გაუმჯობესებას ხელმძღვანელს ირაკლი ტლაშაძეს სთხოვენ. ამის შესახებ მათ დღეს 3 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე განუცხადეს. კეთილმოწყობის სამსახურის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ მუშებისთვის პირობების გაუმჯობესება ტენდერებში გამარჯვების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

00:33 / 04.12.2014
,,ფაშას" და ,,იმპერიალის" რესტორნების, საშაურმეების და კაფეების შემოწმების შედეგები შიდა ქართლში

02.12.2014 საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, შიდა ქართლის მასშტაბით (ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის რაიონები), საზოგადოებრივი კვების ობიექტები, რესტორნები, მაღაზიები, კაფეები, საშაურმეები, სასადილოები და სახაჭაპურეები შეამოწმეს. რეკომენდაციები თითქმის ყველა ობიექტს მიეცა, ხოლო დაჯარიმებულთა შორის ცნობილი რესტორნები მოხვდა.

21:31 / 02.12.2014
არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია რეგიონებს ეწვევა

02.12.2014 დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში,  არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს რეგიონებსაც ეწვევა. მოინახულებენ ცხვრისა და საქონლის ფერმას, ცხოველთა საკარანტინო ზონას. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნობიან ცხოველების ექსპორტთან დაკავშირებულ პროცედურებს. 

18:03 / 02.12.2014
წარდგენილი პროექტი: გაზრდილი შრომის ანაზღაურება მერიასა და საკრებულოში

2015 წლის განმავლობაში გორის მერიასა და საკრებულოში მომუშავე 126 მოხელეზე, (შტატიანები და უშტატებო) შრომის ანაზღაურების კუთხით, 1 მლნ 846 ათასს 800 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ  საკრებულოს წინაშე მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტის ცნობით, 2014 წელს უფრო მეტ, 199 მოხელეზე (შტატიანები და უშტატები) უფრო ნაკლები, 1 მლნ 585 500 ლარი იყო გათვალისწინებული. იხ:

19:25 / 01.12.2014
გორის მერიაში გასაუბრებები დაიწყო - რატომ გადაარჩიეს აპლიკაციები ხელით?

2014 წლის 1 დეკემბერს ქალაქ გორის  მერიაში, საჯარო მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპი (გასაუბრება) დაიწყო. საკონკურსო კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, სპეციალურად დამონტაჟებული ვიდეო- აპარატით შესაძლებელია გასაუბრების პროცესის ჩაწერა.

17:31 / 01.12.2014
3 ათასი კაკალი გორის მუნიციპალიტეტისათვის

2014 წლის 29-30 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 3 000 -ზე მეტი კაკლის ნერგი დაირგო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის თემის პრესსამსახურიდან აცნობეს.

17:20 / 01.12.2014
,,სიკვდილი მინდა" - რა ხდება დვანში

2014 წლის 30 ნოემბერს გადაცემაში ,,იმედის კვირა" ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებში მომზადებულ სიუჟეტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სოფელ დვანში მცხოვრები მოხუცი ქალბატონის სიტყვებმა მთელი საქართველო შეძრა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეო-არქივში 2014 წლის მარტში სოფლის ცენტრში ჩატარებული კრების ჩანაწერი მოიძებნება, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ადგილობრივების შეხვედრაა დაფიქსირებული.

16:48 / 01.12.2014
,,რა ვქნათ" - ომში დაღუპულთა დედების საკითხი

28.11.2014 გორის თემის საკრებულოს წევრმა ხათუნა ხათაშვილმა 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტის პროექტში გარკვეული თანხის გათვალისწინება, ომში დაღუპულ გმირების დედების საპატივსაცემოდ, მოითხოვა. ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა განცხადება, რაიონის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის დავით ჩიხრაძის მიერ საკრებულოს წინაშე წარდგენილი პროექტის განხილვისას, გააკეთა.

02:00 / 29.11.2014
გორის უნივერსიტეტში მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით ,,განათლება, ეკონომიკა და მდგრადი განვითარება" მასპინძლობს. ღონისძიება ორი დღე,  2014 წლის 28-29 ნოემბერი, გრძელდება, სადაც მუშაობა 14 სექციაში მიმდინარეობს.


23:32 / 28.11.2014
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.