რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
"ჭიაკოკონობის" აღნიშვნა საბურავებით 200-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს ე.წ. "ჭიაკოკონობის" აღნიშვნისთვის კანონის შესაბამისად დასჯის.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამისნიტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

უწყების დეპარტამენტი აკრძალვებს ატმოსფერული ფაერის დაბინძურებით ხსნის.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახლოებულ ე.წ. „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები!

კოცონის დასანთებად მოსახლეობა ხშირად იყენებს ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს, ეს კი ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

,,მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. გარდა იმისა რომ იქმნება ხანძარსაშიში ვითარება, რეზინის საბურავების, ფოთლებისა და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი და ნიადაგი. განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომლებიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე." - იუწყება ზედამხედველობის დეპარტამენტი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ გაატარებს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს."

"ჭიაკოკონობა" ძველი სახალხო დღესასწაულია, რომელიც აღდგომის წინა ოთხშაბათს, ვნების კვირაში იმართება.

ამ დროს ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოსახლეობა ცეცხლს ანთებს და ცეცხლზე გადახტომაში ერთმანეთს ეჯიბრება.

აღნიშნულ რიტუალს რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას,
რომ
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ
22:14 / 26.03.2026
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში,
მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
12:13 / 26.03.2026
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა
დაკარგა და გზის სავალი
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა დაკარგა და გზის სავალი
22:10 / 25.03.2026
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა
აჩვენა,
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა,
12:08 / 25.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.