29.04.2015 რა ხდება გენერალურ ინსპექციაში, მოქალაქის ზარისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ, შეტყობინების შემდეგ? ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა.
29.04.2015 გორში ბუნებრივი აირის მიწოდება, დღის მეორე ნახევარში, საღამოს 18 საათამდე აღდგება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოკარ-ჯორჯია საქართველოს ოფისიდან აცნობეს.
28.04.2015 ქარელის რაიონის სოფლებში შინაურ საქონელს წითელი ფერის ჰელმონითი აღმოაჩდა, რომელიც წველადობას 20% ამცირებს. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ტერიტორიული თემის წარმომადგენლები გააფრთხილა. დაავადების გამწვავებას საქონლის დაღუპვა მოსდევს. თემის წარმომადგენლებს მოსახლეობის დროული ინფორმირება და აცრების ჩატარების დაჩქარება დაევალა.
2015 წლის 24 აპრილს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის - მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება- შედეგების პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო "თბილისი მერიოტში" შეხვედრა შედგა ქალბატონი ია ანთაძის და თამთა ყუბანიეშვილის ორგანიზებით
24.04.2015 გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ქირაობდნენ სხვადასხვა მარკის და მოდელის ძვირადღირებულ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ავტომანქანის ყალბ ტექპასპორტებსა და სხვა დოკუმენტებს, ჩამოჰყავდათ საქართველოში და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ახდენდნენ განბაჟებას. თაღლითური დაჯგუფების წევრები უკვე განბაჟებულ ავტომანქანებს თბილისში, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკებში ალომბარდებდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულების თაღლითური საქმიანობით რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა.
23.04.2015 ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი სამსახურებრივ მანქანის გამოყენებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ნინო ზურაბიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებს განუცხადა. საკრებულოს წევრმა თამარ თედლიაშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" იგივეს გაკეთება საკრებულოს თავმჯდომარეს შესთავაზა.
23.04.2015 ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ქალაქ კასპში ფეხით მიმავალ მამა-შვილს დაეჯახა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ზაზა მოსიაშვილის ძმა აღმოჩნდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 2015 წლის 5 მარტს წერდა, რომ საღამოს საათებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლმა მანქანით სვლა გააგრძელა, ხოლო დაშავებულები კერძო ტაქსებით საავადმყოფოში გამვლელებმა გადაიყვანეს.
23.04.2015 გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ბრძანებას, გორის მერიის ახალგაზრდული სათათბირო საბჭოს დაფუძნების შესახებ, ხელი უკვე მოაწერა. 6 თვიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტი, რომელიც საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქში განხორციელდა, 24 აპრილს ოფიციალური პრეზენტაციით თბილისში დასრულდება. 24 აპრილის შემდეგ მერები და ახალგაზრდული საბჭოების წევრები დამოუკიდებლად გააგრძელებენ მუშაობასა და ურთიერთობას.
23.04.2015 კასპში, დედამიწის საერთაშორისო დღე კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელმა (CENN), ადგილობრივ თვიმართველობასთან ერთად, აღნიშნა. კასპის კულტურის ცენტრის შენობის წინ პატარა მხატვრებმა თავიანთ წარმოსახვაში დანახული დედამიწა დახატეს. ასფალტზე ხატვის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ქალაქის სკვერებში გადაინაცვლეს და იქ ორგანიზაციის ,,CENN" მიერ შეძენილი მარადმწვანე ნერგები დარგეს.
22.04.2015 პროექტის ავტორი წინარეხელების წინაშე
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


