21.05.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები იმ დოკუმენტების შეგროვებას შეუდგნენ, რომელიც მაჟორიტარი პარლამენტარის ბიუროს ფართისა და ამ ფართის საიჯარო საბაზრო ღირებულების შესახებ მონაცემებს შეიცავს. ამ დოკუმენტების წარდგენა საკრებულოს წევრებმა მოითხოვეს. მაჟორიტარი პარლამენტარის ბიუროს საკითხი მომავალ სხდომაზე გადაწყდება.
21.05.2015 იორდანიიდან საქართველოში უკან დაბრუნებულ ცხვარს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე არსებულ დაახლოებით 300 ჰა საძოვარზე აგროვებენ. დღეს სპეციალური მანქანებით ფოთის პორტიდან 400 სული ცხვარი უკვე ჩაიყვანეს. იორდანიაში ქართულ ბიზნესკომპანიას ცხვრების შეყვანის უფლება არ მისცეს. ცხვარი მანამდე საუდის არაბეთში მიჰყავდათ.
21.05.2015 რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი სამუშაოებისა და ელექტრო–მექანიკური სისტემების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 22 მაისის, 00:00 სთ–დან 07:00 სთ–მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
21.05.2015 ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს 100 ლარი მიეცემათ. ამის შესახებ დადგენილების პროექტი ქალაქ გორის საკრებულოში გუშინ 20 მაისს შევიდა. ახალ გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
21.05.2015 გორის რაიონის სოფელ უფლისციხესთან გაკეთებულ ახალ სარწყავ არხში, ერთ-ერთ მონაკვეთზე, საცდელად გაშვებული წყალი უკან დაბრუნდა. ამის გამო სამელიორაციო სამუშაოები აპრილის თვეში დროებით შეჩერდა. მაისის თვიდან კი განახლდა. მასშტაბური პროექტი, რომელსაც კომპანია ,,გრანდი" ახორციელებს, ყარაღაჯი-დოესი-გრაკალი-ქვახვრელი-უფლისციხე-ხიდისთავს მოიცავს.
20.05.2015 დაკავებულებს ბრალად ადამიანის გატაცება და მძევლად აყვანა ედებათ. საგურამოს ტყეში 2015 წლის 31 მარტს ატეხილი ჩხუბის შემდეგ, დაპირისპირებული მხარეები ჯერ სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ, შემდეგ 6-მა ადამიანმა ორი პირი მანქანაში ჩასვა და გორში ერთ-ერთ ბინაში მიიყვანა. პოლიციამ შეტყობინება მეორე დღეს მიიღო და ხუთი პიროვნება (ერთი მოგვიანებით) გატაცების მუხლით დააკავა. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გატაცებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო წაყენებული ბრალი, მხოლოდ, ჩხუბის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს.
20.05.2015 ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული და, ამჟამად, გათავისუფლებული გიორგი ანანიაშვილი იხსენებს, რომ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ, ოსებმა პირადი ნივთები - მობილური ტელეფონი და დურბინდი გამოატანეს. თუმცა ჯარიმა - 100 ლარის ეკვივალენტი რუსულ რუბლში - ოჯახის წევრებმა გადაიხადეს. იგი აპრილში სოფელ საკორინთლოსთან ახლოს საქონელს აძოვებდა და რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. გიორგი ანანიაშვილი 78 წლისაა.
20.05.2015 ,,მშურს თქვენი" - უთხრა ბრეძას წარმომადგენელმა სოფელ ფცას ტერიტორიული თემის სპეციალისტებს. საქმე ფცაში მიმდინარე სამუშაოებს ეხება, რომლითაც სოფლის ადმინისტრაციული შენობა, ამბულატორია და საბავშვო ბაღი კეთდება.
20.05.2015 სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის, ტარიელ გურგენიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფინანსური პოლიციის 3 თანამშრომელი დაიკითხა. ქრთამის მოთხოვნისა და მისი აღების საქმეში ,,დაზარალებულად" ცნობილი მამედოვი ფინანსური პოლიციის თანამშრომლის მეგობარი აღმოჩნდა. ამის შესახებ პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
20.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოში, მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის წარმომადგენელს მდინარეზე გადასასვლელ იმ ხიდის აშენების აუცილებლობაში არწმუნებენ, რომელიც სამომავლოდ ოსურ სოფელებთან დასაკავშირებლად გამოდგება. ამის შესახებ რეაბილიტაციის პროცესში მყოფ საბავშვო ბაღთან გამართულ შეკრებაზე გახდა ცნობილი.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


